x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კაცმა კბილებით სამმეტრიანი პითონი მოკლა
image


კაცმა სამ მეტრიან მახრჩობელა გველს-პითონს უკბინა და სიცოცხლეს გამოასალმა.

ამ ინიცდენტის შესახებ გამოცემა AsioOne-წერს. ფილიპინელი ამმაკაცი ათი წუთის განმავლობაში კბენდა სამმეტრიან პითონს და საბოლოოდ მოკლა.



20 დეკემბერს, გამთენიისას, 48 წლის ბოლჯულიო ალერია მოტოციკლით მიდიოდა ბოჰოლის პროვინციის სოფელ ანტეკერაში, როდესაც სამი მეტრიანი პითონი ბალახიდან გზაზე გადავიდა. მამაკაცი გაჩერდა, რომ ქვეწარმავალი გაეტარებინა, მაგრამ გველი უცებ თავს დაესხა ბოლჯულიოს და მკლავზე უკბინა, რითაც აიძულა მამაკაცი მოტოციკლეტის სახელურისთვის ხელი გაეშვა, შემდეგ კი წელზე შემეიხვია.



კაცს შეეშინდა, რომ გველი დაახრჩობდა და გადაწყვიტა საპასუხოდ დაეკბინა. მეორე ხელით ალერიამ გველის თავი დაიჭირა.


„ვკბენდი მანამდე, სანამ კანი არ გავუჭერი, შემდეგ კი მის ხორცს ვკბენდი. და მხოლოდ ამის შემდეგ შესუსტა მისი მარწუხები“, - ამტკიცებს ალერია. ბრძოლა დაახლოებით ათი წუთი გაგრძელდა.



თავდასხმის შემდეგ ბოლჯულიო ალერია უახლოეს სახლამდე მივიდა და დახმარება ითხოვა. ის ქალაქ თაგბილარანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და სახლში გაწერეს. საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მას მკლავი აქვს შეხვეული და სახეზე სისხლიანია.

image

ალერიას ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლებმა მოკლული გველი შეწვეს და შეჭამეს.

0
324
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0