სხვა ვინ იყვნენ ბრიტანეთში "დამჭერები" და რატომ იტაცებდნენ მხოლოდ არასრულწლოვან ბიჭებს? 2023, 29 დეკემბერი, 10:15 ინგლისში, ელისაბედ I ეპოქა (რომელსაც ხშირად შექსპირის ეპოქასაც უწოდებენ) ცნობილია, როგორც თეატრალური ხელოვნების აყვავების ხანა. იმ დროს (XVI – XVII სს.), თეატრალურ დასებში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, ხოლო ქალების როლებს –ბიჭები თამაშობდნენ. თუმცა, უახლოეს წარსულამდე, არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ სად ნახულობდნენ ამ ბიჭებს და როგორ ხვდებოდნენ ისინი სცენაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ თეატრებში მომუშავე პატარა მსახიობების უმრავლესობა მოტაცებული იყო, სპეციალურად ამ საქმისთვის დაქირავებული ადამიანების მიერ. ამ «დამჭერების», როგორც ისინი თავიანთ თავს ეძახდნენ, მოვალეობაში ლონდონის ქუჩებში ხეტიალი და «ახალგაზრდა ტალანტების» მოძიება შედიოდა. შემდეგ, ამ ბავშვებს თავს ესხმოდნენ და თეატრში მიჰყავდათ, სადაც მათ, სხეულზე დაზიანების მიყენების შიშით, როლის დაზეპირებას და სცენაზე გასვლას აიძულებდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ქმედება სავსებით ლეგალური იყო. თავად ელისაბედ I მოაწერა ხელი კანონს, რომლის თანახმად, «ხელოვნების გამო», შეიძლებოდა ოჯახისთვის ბავშვის წართმევა და მისი უმოწყალოდ ცემა, თუ ის ურჩობას გამოიჩენდა და თეატრის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს არ შეასრულებდა. მშობლებს ასეთ სიტუაციაში, მხოლოდ ერთი რამ – ბედთან შეგუება შეეძლოთ. არსებობს დოკუმენტები, რომლის თანახმად, 1600 წელს 13-წლის თომას კლიფტონს «ხელი სტაცეს და წაიყვანეს». მომხდარით შეწუხებულმა მამამ ყველა გზას მიმართა – თეატრში დადიოდა და მის ხელმძღვანელობას შვილის დაბრუნებას სთხოვდა, იყო სასამართლოშიც, მაგრამ ყველგან ერთ პასუხს აძლევდნენ: მისი შვილი ან ბეჯითად ისწავლიდა თავის როლს და სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებდა, ან მას უმოწყალოდ გაწკეპლავდნენ. უზენაესი ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, თეატრის მფლობელები ერთმანეთს ეტრაბახებოდნენ, რომ ნებისმიერი ოჯახიდან, ნებისმიერი ბავშვის წამოყვანა შეეძლოთ, თუნდაც ის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ოჯახის შვილი ყოფილიყო. სხვა სიახლეები:* საახალწლო და საშობაო ხეები ქვეყნებში, სადაც ნაძვი არ ხარობს* ტიბეტში აღმოჩენილი უძველესი ბიბლიოთეკა, წარმოუდგენელ ინფორმაციას ინახავს* ბაზ ოლდრინმა განმარტა მთვარის მისიაზე უარის თქმის ნამდვილი მიზეზი* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად142 2-ს მოსწონს
|