x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ტიბეტში აღმოჩენილი უძველესი ბიბლიოთეკა წარმოუდგენელ ინფორმაციას ინახავს

2003 წელს საკიას (ტიბ. ས་སྐྱ་དགོན་པ། – «ნაცრისფერი მიწა») უძველეს ბუდისტურ ტაძარში, მკვლევარებმა ნამდვილი განძი აღმოაჩინეს. ნაგებობის ერთ–ერთ კედელში ხვრელი იპოვეს, რომელიც სარდაფს უკავშირდებოდა. იქ კი, მათ გრაგნილებით სავსე უზარმაზარი თაროები ელოდათ... პირველ წლებში, იმდენი დამხმარეც არ ჰყავდათ, რომ ხელნაწერები, უბრალოდ, მექანიკურად გადაეთვალათ. 2009 წლისთვის, დათვლილი გრაგნილების რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. ხოლო, 2016 წ. თვლა დაასრულეს და აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკაში 96 ათასი გრაგნილი ინახებოდა.


image


მათი შინაარსი ძალიან განსხვავებულია და ცოდნის სხვადასხვა სფეროს ეხება. არის გრაგნილები: ასტრონომიაზე, ასტროლოგიაზე, მეტალურგიასა და ბუნებისმეტყველებაზე... არის რელიგიური ტექსტები, სხვადასხვა ანგარიშები, იურიდიული და საკანონმდებლო ჩანაწერები, სამედიცინო ინფორმაცია, ალქიმია. არის გრაგნილები, რომლებიც ეძღვნება ბოტანიკას, მინერალოგიას, ზოოლოგიას, სამხედრო მეცნიერებას და ა. შ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოჩენილი ხელნაწერებიდან, ზოგიერთი, შესაძლოა მესოპოტამიისა და ძველი ეგვიპტის დროინდელიც კი იყოს.

დღეისათვის, ტექსტების მხოლოდ 15%–ია შესწავლილი და ნათარგმნი. ხოლო, ძირითადი ნაწილი, ისევ უამრავ ცოდნას და საიდუმლოს ინახავს. ტექსტებთან მუშაობის სირთულეს კი, როგორც ამბობენ, ძველი ტიბეტელების ფიგურალურ აზროვნებაში მდგომარეობს.

მაგ., ერთ–ერთ გრაგნილში, ძალიან საინტერესოა ინფორმაციაა, ცაზე ორი მთვარის შესახებ. მოცემული ინფორმაციის თანახმად, მთელი 8 წლის მანძილზე, ისინი ცაში, ერთმანეთთან ახლოს ბრწყინავდნენ. რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი ლომის თანავარსკვლავედში, ღმერთებისკენ გაფრინდა. სხვადასხვა ხალხის მითებში, ასევეა საუბარი, დედამიწის მახლობლად მანათობელ, 2 და თუნდაც, 3 მთვარეზე. მაგრამ, თანამედროვე მეცნიერები თვლიან, რომ ძველ დროში ასე, შესაძლოა ატმოსფერულ მოვლენას აღწერდნენ, რომელიც დღეს ჰალოს სახელით არის ცნობილი.

ვთქვათ მეცნიერებმა სწორედ გაშიფრეს და დედამიწას ყოველთვის მხოლოდ ერთი თანამგზავრი ჰყავდა. მაშინ რა ვუყოთ გრაგნილებში დაფიქსირებულ, წარმოუდგენელ ინფორმაციას მედიცინაზე?

მაგ., ერთ–ერთი ტექსტის პირდაპირი თარგმანი ასეთია: «მეომრის გული ისარმა განგმირა. მას მზის ელექსირი მისცეს და მკერდიდან გული ამოუღეს. ერთ წუთში მას 46 ინგრედიენტისგან შემდგარი მალამო წაუსვეს და მეომრის მკერდში დააბრუნეს. შემდეგ მეომარს ისევ მზის ელექსირი მისცეს. მან ღრმად ამოისუნთქა, წამოხტა და ბრძოლას დაუბრუნდა».

ამ საოცარი წამლის რეცეპტი ჯერ–ჯერობით უცნობია, მაგრამ ტერმინი – «მზის ელექსირის», სხვადასხვა ტექსტში, საკმაოდ ბევრჯერ არის ნახსენები და ჩანაწერების მიხედვით, მას მაშინ იყენებდნენ, როცა ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. მკურნალობის თანამედროვე მეთოდებიც კი, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანი, რომელსაც ასეთი დაზიანებები აქვს, რამდენიმე წუთში ფეხზე დადგეს... და ეს, ფიგურალური მეტყველების ფორმა სულაც არ არის. როგორც მეცნიერების ერთი ნაწილი ამტკიცებს, ეს ყველაფერი, – რეალური მოვლენების აღწერაა.


image


ამჟამად, ნათარგმნი გრაგნილებიდან ყველაზე საინტერესო ფრაზა ასეთია: «ხვლიკებისა და დრაკონების დროს...» და ახლა საკითხავი ის არის, ეგ დრო როდის იყო? ხომ არ შეიძლება, რომ ტიბეტში ინფორმაცია დინოზავრების შესახებ ინახებოდეს? როდესაც გრაგნილები დაიწერა, მათ შესახებ, ხომ არაფერი იყო ცნობილი?! გასაგებია, რომ ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან დიდი დრო არის საჭირო ამ ტექსტების სრულად გაშიფვრისთვის. მაგრამ, რაც უფრო მეტი მეცნიერი მუშაობს ამაზე, მით მეტი კითხვა ჩნდება.

ჟურნალისტების ცნობით, ბიბლიოთეკაში კაცობრიობის ისტორიის 10 000 წელია გადმოცემული, მათ შორის, უამრავი ინფორმაციაა ძველი ცივილიზაციების შესახებ. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელნაწერები 10 000 წლის ვერ იქნება, რადგან პაპირუსი 5 ათასი წლის წინ, ეგვიპტეში გამოიგონეს, ხოლო ქაღალდი, – 2 000 წლის წინ, ჩინეთში.

სავარაუდოდ, გრაგნილები უფრო ძველი წყაროებიდან არის გადაწერილი, თუმცა რომელი – უცნობია. ასე, რომ, ეს იდუმალი ბიბლიოთეკა, დღემდე უამრავ საიდუმლოს ინახავს...


image

სხვა სიახლეები:


* 3 აღმოჩენა, რომელმაც წარსულის შესახებ, ჩვენი წარმოდგენები შეცვალა

* ბაზ ოლდრინმა განმარტა მთვარის მისიაზე უარის თქმის ნამდვილი მიზეზი

* ტუტანხამონის სამარხში ნაპოვნი სამკაული არამიწიური აღმოჩნდა

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
371
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0