ფსიქოლოგია 20 საინტერესო ფაქტი ჩვენს ფსიქოლოგიაზე, რომლებიც ბევრ რამეს ხსნის 2023, 28 დეკემბერი, 9:40 1. მეცნიერებმა განსაზღვრეს თვისება, რომელიც ადამიანებს ყველაზე მეტად მოსწონთ პოტენციურ პარტნიორში. აღმოჩნდა რომ, ყველაზე მიმზიდველი და ფასეული – თანაგრძნობის უნარია. 2. სხვების დამცირებას ის ადამიანები ცდილობენ, ვინც საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულნი. სხვისი დამცირება, მათ საკუთარი თვითშეფასების გაზრდაში ეხმარებათ. 3. ადამიანები უფრო ხშირად, იმ დავალებას ასრულებენ, რომელიც ბრძანების კი არა, არჩევანის ან თხოვნის სახით არის წარმოდგენილი. 4. ბედნიერი ის კი არ არის, ვისაც ბევრი ფული აქვს. არამედ ის, ვინც მეზობელზე მდიდარია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანი თავს, მუდმივად მეზობლებს ადარებს. 5. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტრესის და შფოთის დაძლევის საუკეთესო საშუალებად კითხვა აღიარეს. მათი მტკიცებით, ადამიანის ორგანიზმზე სწორედ ეს საქმიანობა მოქმედებს ყველაზე სწრაფად და ეფექტურად. გასაკვირია, მაგრამ, ეს ხერხი ბევრად უკეთესია, ვიდრე ალკოჰოლის მიღება, გასეირნება, დამამშვიდებელი ჩაი მიღება ან მუსიკის მოსმენა. 6. იმან, თუ როგორი სურნელი გაქვთ, შეიძლება იმაზე იმოქმედოს, თუ რამდენად მიმზიდველად აღიქვამთ სხვა ადამიანი. 7. «ღრუბლებში ფრენა» გიყვართ? უნდა იცოდეთ, რომ ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არა ხართ. ფსიქოლოგების კვლევის თანახმად, ყველა ადამიანი ცხოვრების, სულ მცირე, 30 % ოცნებებში ატარებს, ზოგიერთი უფრო მეტსაც. მაგრამ, ეს ცუდი არ არის – როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანები, რომლებსაც ოცნება უყვართ, უფრო შემოქმედებითები არიან და სხვადასხვა სახის პრობლემებსაც უფრო ადვილად უმკლავდებიან. 8. ადამიანებს, რომლებიც ხშირად აძლევენ სხვებს რჩევას, ყოველთვის ბევრი პრობლემა აქვთ. 9. სიყვარული სამი სტადიისგან – ფაზისგან შედგება. ესენია: ლტოლვა, მიზიდულობა და მიჯაჭვულობა. 10. თქვენი შესყიდვების, დაახლოებით, 95% ქვეცნობიერად ხდება. 11. დამტკიცებულია, რომ და–ძმის არსებობა, თანატოლებთან ურთიერთობას ამარტივებს. 12. ცრუ მოგონებები ნამდვილად არსებობს და ძალზე გავრცელებული მოვლენაა. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, მოგონებები შეიძლება შეიცვალოს და არაზუსტი გახდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანებს შეუძლიათ მოგონებები, რომლებიც არასდროს მომხდარა, უნებლიედ შექმნან. 13. გინდათ ვინმეს თავი მოაწონოთ? – სთხოვეთ მას დახმარება. ამ კონცეფციას ბენ ფრანკლინის ეფექტს უწოდებენ. მისი მიხედვით, თუ ჩვენ ვინმეს ვეხმარებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მოგვწონს. 14. ძალიან ხშირად, შეთქმულების თეორიებს დაბალი შემოსავლის ან დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს სჯერათ. 15. დღეს, ზოგიერთ ქვეყანაში, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, როგორც ფსიქიკური აშლილობა, ოფიციალურად არის აღიარებული. 16. თქვენმა ქვეცნობიერმა, ფაქტობრივად, უკვე იცის ყველა პასუხი ყველა კითხვაზე. თქვენ, უბრალოდ, მისი «საცავიდან» საჭირო ინფორმაციის ამოქექვა უნდა ისწავლოთ. 17. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ქალისთვის უცნობი მამაკაცის შესაფასებლად 45 წამია საკმარისი. აქედან 10 წამში ის წარმოდგენას იქმნის მის გარეგნობაზე, 8 წამი – თვალების შეფასებას ეთმობა, 7 წამი აკვირდება თმას, 10 წამი – ტუჩებს და ნიკაპს, 5 წამი – მხრებს. ხოლო, ბოლო 5 წამი – ქორწინების ბეჭდის შემოწმებას ეთმობა. 18. თქვენი აზრები, თქვენს რეალობას აყალიბებს. არსებითად, ის, რაზეც ფიქრობთ და ძალიან ძლიერ ელით, – ხშირად ხდება. ამიტომ, ცუდზე, ნაკლებად იფიქრეთ. 19. თუ ადამიანი რამის გახსენებას ცდილობს და ამავდროულად, თვალებში გიყურებთ, დარწმუნებული იყავით – გატყუებთ. 20. როდესაც გძინავთ და სიზმრებს ხედავთ, თქვენი ტვინი დღის მანძილზე მიღებულ მასალას ამუშავებს, ცალ-ცალკე ახარისხებს მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას – ზოგ რამეს იმახსოვრებს, ზოგს ივიწყებს. ასე რომ, გამოცდის, ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, «კარგად გამოძინება» აუცილებელია. სხვა სიახლეები:* ტიბეტში აღმოჩენილი უძველესი ბიბლიოთეკა, წარმოუდგენელ ინფორმაციას ინახავს* ბაზ ოლდრინმა განმარტა მთვარის მისიაზე უარის თქმის ნამდვილი მიზეზი* საახალწლო თავსატეხი (პასუხი აქვს)* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად44 2-ს მოსწონს
|