სხვა რომელი ქვეყნები სარგებლობენ ევთანაზიით ყველაზე ხშირად? 2023, 25 დეკემბერი, 14:22 ![]() მრავალ ქვეყანაში ევთანაზია აკრძალულია და ისჯება კანონით, მაგალითად ბრიტანეთის კანონმდებლობით, 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამიტომ ათობით სასოწარკვეთილი ბრიტანელი საზღვარგარეთ მიდიან, რათა დაასრულონ თავიანთი ტანჯვა. Dignitas-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წელს ციურიხში 33 ბრიტანელი გაემგზავრა, 23-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. მსურველთა რაოდენობა დაეცა პანდემიის დროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოგზაურობაზე შეზღუდვები მოიხსნა, კვლავ მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლეგალურია შვეიცარიაში, გასულ წელს კლინიკის მომსახურებით მხოლოდ 11 ადგილობრივმა ისარგებლა. მთლიანად ევთანაზიას 1998 წლიდან 2022 წლამდე ყველაზე მეტჯერ მიმართეს გერმანიის მოქალაქეებმა (1449), მას მოყვება დიდი ბრიტანეთი(531) საფრანგეთი(499), იტალია(207) და აშშ(186) ![]() 83 წლის ესთერ რანცენი ამბობს, რომ იგი შეუერთდება კლინიკას ევთანაზიისთვის ფილტვის კიბოს მეოთხე სტადიის ბრძოლის შემდეგ. ლეგენდარული ბრიტანელი ტელეწამყვანის ესთერ რანცენის თქმით იგი მიაკითხავს კლინიკას იმ შემთხვევაში, თუ ფილტვის კიბოს მეოთხე სტადიის მორიგი სკანირების შემდეგ გაურესებული იქნება მდგომარეობა.(მთავარ ფოტოზე) 72 3-ს მოსწონს
|