x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა თავის სიცოცხლის ფასად პატარა ქალიშვილი გადაარჩინა

image

აშშ-ში მამაკაცი მანქანას ჩაუვარდა, რათა თავის პატარა ქალიშვილი გადაერჩინა,




აშშ-ის მცხოვრებმა მამაკაცმა ორი წლის ქალიშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. ინფორმაციას Denver7 ავრცელებს.


შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. იმ დღეს ალონსო გარსია დენვერიდან, (კოლორადოს შტატი), სასეირნოდ წავიდა თავის პატარა ქალიშვილ ლიზაბეთთან ერთად, რომელიც ეტლში ეჯდა. გზაზე გადადიოდა, როცა მათკენ მიმავალი მანქანა დაინახა. მამაკაცმა მოახერხა და ეტლს ხელი უბიძგა და ამით ქალიშვილის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხა, მაგრამ თვითონ მანქანა დაეჯახა.



გარსიას სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ნეკნების, იდაყვის და ტერფის მოტეხილობა, ასევე მოწყდა ჯვარედინი ლიგატი. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაახლოებით ერთი დღე იმყოფებოდა.


"ის საავადმყოფოში ყოფნის დროს, სულ ტიროდა და კითხულობდა, თუ სად იყო ლიზი. სულ იმეორებდა: "კარგადაა? რაიმე დაზიანებები მიიღო? სად არის?" - ამბობს მსხვერპლის და, კარლა ალანისი.



მამაკაცი 8 დეკემბერს გაწერეს. ალანისმა ჩათვალა, რომ გარსია სახლში გაოვლიდა რაბილიტაციას და გამოჯანრთელდებოდა, მაგრამ როდესაც იგი მას ეწვია დღენახევრის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში იპოვა. ქალმა უმალ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და მანამდე შვიდი წუთის განმავლობაში თავის ძმას ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ მოვიდა. ალანისის იმედის მიუხედავად, ექიმებმა განაცხადეს, რომ მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.


გარსიას ოჯახი ამჟამად ელოდება გაკვეთის შედეგებს, რათა დადგინდეს, შეიძლებოდა თუ არა მისი სიცოცხლის გადარჩენა.


მძღოლს, რომელიც კაცს დაეჯახა, ბრალად ედება უყურადღებოდ მართვა, რამაც სხეულის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

0
253
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0