x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სადღაც 17-18 წლიდან ახალი წელი რა არის არ ვიცი..“ - სტეფანე მღებრიშვილი
image

.

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 17-18 წლის ასაკის შემდეგ არ იცის რა არის ახალი წელი, რადგან ყოველთვის მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანებს ბედნიერი წუთები გაუმრავალფეროვნოს და განწყობა აუმაღლოს.

.


გთავაზობთ სტეფანეს ფეისბუქ სტატუსს:

.

„სადღაც 17-18 წლიდან ახალი წელი რა არის არ ვიცი..

ხან ტაქსის მძღოლებთან ერთად ვხვდებოდი ახალ წელს გზაში, როცა კონცერტზე მეჩქარებოდა, ხან ქუჩაში შემთხვევით გამვლელებთან.

.

როცა საახალწლო დიდ ღონისძიებებს ვაკეთებდით, ყოველ დეტალზე ვათენებდით და 12 საათზე სულ უცხო ხალხს ვულოცავდი, რადგან ხან ფეიერვერკზე მივრბოდი ქუჩაში რომ დროზე ჩაერთო და ხან სად :))

ხო და სულ რომ გიყურებთ, როგორ ემზადებით, ფუსფუსებთ… მაინტერესებს ნეტა რა შეგრძნებაა ახალი წლის მოლოდინი :))

პ.ს: ეგ განცდა მე არ მინდა, რადგან თუ ახალ წელს თავისუფალი ვიქნები, ესე იგი სამსახური არ მექნება, ანუ არავის დავჭირდები… ხო და არ მინდა ესე, მირჩევნია ვიმუშაო :)) ❤️

დამდეგს გილოცავთ ყველას, ამ დღეებში ბაკურიანის ცხენივით ვარ და მერე ვერ მოვასწრებ მოლოცვას :)) ❤️“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

.

საზოგადოების განხილვის საგანი ხშირად ხდება საახალწლო კონცერტები. წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, არსებობს მოსაზრება, რომ მერია ხელისუფლებისთვის სასურველ მომღერლებს იწვევს საახალწლო კონცერტებზე, ხოლო ოპოზიციურად განწყობილი პოპულარული სახეები ხშირად ოფიციალური ღონისძიებების სიაში ვერ ხვდებიან და საბიუჯეტო დაფინანსებებს ვერ იღებენ.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0