მოვლენები გამოვლინდა "მის დედამიწა" 2023-ის გამარჯვებული 2023, 23 დეკემბერი, 17:23 ![]() ყოველწლიური სილამაზის საერთაშორისო კონკურსის "მის დედამიწა"( Miss Earth) გამარჯვებული გახდა ალბანეთის წარმომადგენელი, 18 წლის დრიტა ზირი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა კონკურსში მონაწილე 84 ლამაზმანი მთელი მსოფლიოდან. კონკურსი ვიეტნამში გაიმართა და მასში 85 ქვეყანის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტიტული "მის ჰაერი" მოიპოვა ფილიპინელმა ილანა მარი ადუანამ, ვიეტნამელი დო ლან ანჰი გახდა "მის წყალი", ხოლო ტაილანდელი კორა ბლიალუტი "მის ცეცხლი". როგორც კონკურსის ვებსაიტი იუწყება, Miss Earth მიზნად ისახავს განავითაროს სილამაზის კონკურსების ინდუსტრია „როგორც ეფექტური ინსტრუმენტი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის“. მონაწილეები ეჯიბრებიან სილამაზისა და გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნაში; გამარჯვებულები შემდგომში მოქმედებენ როგორც გარემოს დაცვის ელჩები მთელს მსოფლიოში. ![]() წელს ტოპ 8-ში (მეორე ადგილი ) მოხვდა ბრაზილიის, ყაზახეთის, ნიდერლანდების და რუსეთის წარმომადგენელი. ![]() 43 1-ს მოსწონს
|