x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სობჩაკმა საზოგადოებას აჩვენა თუ როგორ მღერის კირკოროვი ცოცხლად(ვიდეო)
image

საცოდავი სანახაობა წარმოგვიდგინა ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღაწემ.


ქსენია სობჩაკი სკანდალების ნამდვილი გენერატორია.


როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ტყუილად არაფერს აკეთებს და მის ვარსკვლავურ მეგობრებისთვის უბრალოდ სახიფათოა მის გვერდით ყოფნა: რადგან ნებისმიერ მომენტში რაიმე ხრიკს უნდა მოელოდნენ მისგან.



ასე მაგალითად, სობჩაკმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ერთი შეხედვით უცოდველი ვიდეო, რომელშიც ის ენერგიულად ცეკვავს ფილიპ კირკოროვის გამოსვლის დროს.


სიტუაციის პიკანტურობა ის არის, რომ ძალიან ცოტა ვინმეს თუ აქვს მოსმენილი რუსული "პოპის მეფის" ცოცხალი შესრულება.


ცნობილია, რომ ფილიპ კირკოროვს ურჩევნია კარგად გასწორებულ ფონოგრამაზე "სიმღერა".


მაგრამ კერძო წვეულებებზე, სადაც არტისტები მუშაობენ ახალი წლის ღამეს, "ფანერა" (ასე უწოდებენ ჟარგონზე პლუს ფონოგრამაზე სიმღერას)არ არის მისასალმებელი და ჰონორარი მომღერალმა კეთილსინდისიერად უნდა გამოიმუშავოს.


პირდაპირ რომ ვთქვათ, ფილიპის ვოკალმა შეიძლება გააკვირვოს მოუმზადებელი მსმენელი, რადგან ის ძალიან განსხვავდება არტისტის სტუდიური ჩანაწერებისგან.


ამავდროულად, კირკოროვი აუდიტორიას სთხოვდა დახმარებას და რათა გუნდურად ემღერათ, რითაც საკუთარ ხმას ახშობდა.

ვიდეოს ასეთი კომენტარი ახლავს "ტელეგრამზე":


"ერთი შეხედვით, იფიქრებთ, ქსენია სობჩაკს სურს აჩვენოს ყველას, თუ როგორ ენერგიულად შეუძლია ცეკვა, მაგრამ, სინამდვილეში, ის ყველას აჩვენებს, თუ რამდენად ცუდად მღერის კირკოროვი ცოცხლად.... და მითხარით, რომ ეს ასე არ არის... ეს სობჩაკია."


მოკლედ ქსენიამ ორი კურდღელი ერთდროულად დაიჭირა: კამერის წინ თავი გამოიჩინა და ფილიპის ყროყინი საზოგადოებას მოასმენინა.



0
119
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0