x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მკვლელობაში ბრალდებული 48 წელი ციხეში ჯდომის შემდეგ გაამართლეს
image

შეერთებულ შტატებში სასამართლომ გაამართლა 71 წლის გლინ სიმონსი, რომელიც მკვლელობისთვის 48 წელი მოიხადა.




აშშ-ის ოკლაჰომას შტატის სასამართლომ გაამართლა 71 წლის გლინ სიმონსი, რომელსაც მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა 48 წლით ჰქონდა მისჯილი . ამის შესახებ Associated Press (AP) იტყობინება.


როგორც ჟურნალისტებმა განმარტეს, სასამართლომ გადაწყვეტილება კონკრეტული და დამაჯერებელი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო. ოკლაჰომას ოლქის მოსამართლე ემი პალუმბოს თქმით, დანაშაული, რაშიც ამერიკის მოქალაქეს ბრალი დასდეს და შემდეგ მიუსაჯეს და ციხეში ჩასვეს, სიმონს არ ჩაუდენია.


image

სიმონს 1975 წელს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა .. 1977 წელს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. მამაკაცმა ციხეში 48 წელი, ერთი თვე და 18 დღე გაატარა. მას უფლება აქვს მოითხოვოს სახელმწიფოსგან კომპენსაცია 175 000 აშშ დოლარის ოდენობით.

image

ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი შემთხვევები ძალზე მოხშირდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იურიდიული მეცნიერების განხრა- კრიმინალისტიკა საგრძნობლად წინ წავიდა, როგორც ტექნოლოგიურად, ისე სამედიცინო თვალსაზრისით.




2020 წლის მონაცემებით, რეაბილიტაციის ეროვნულ რეესტრში პატიმრის 2551 გამართლება იყო დარეგისტრირებული.


გამართლებული პატიმრების მიერ ციხეში გატარებული ჯამური დრო 22 540 წელია. ეს ათვლა 1989 წლიდან იწყება, მანამდე(ანუ 1989 წლამდე) მონაცემები შეზღუდულია. მარტო 2020 წელს დნმ-ის წყალობით ოც ადამიანს გაუუქმეს სიკვდილით დასჯა და შესაბამისად გაათავისუფლეს.



ქვემოთ იხილეთ მსგავსი შემთხვევები


ამერიკელი, რომელმაც ცრუ ბრალდებით 16 წელი იჯდა ციხეში, პატრულმა მოკლა. შეერთებულ შტატებში მამაკაცს, რომელიც 16 წლით თავისუფლების აღკვეთას იხდიდა იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია, პოლიციელმა ესროლა. ამის შესახებ New York Post-ი წერს. 2003 წელს სასამართლომ 53 წლის ლეონარდ...


ამერიკელი, რომელმაც ციხეში 28 წელი გაატარა, უდანაშაულო აღმოჩნდა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. ჯერარდო კაბანილოსს შეერთებული შტატებიდან 1996 წელს პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ის იყო ერთ-ერთი ორი შეიარაღებული მამაკაციდან, რომლებმაც ქალაქ საუტ გეიტის პარკში გაჩერებულ მან...



შეერთებულ შტატებში, უდანაშაულო მამაკაცი, რომელიც 1976 წელს გაასამართლეს გოგონას გაუპატიურებისთვის და რომელმაც შვიდი წელი მოიხადა ციხეში, სრულად გაამართლეს. ამის შესახებ New York Post იუწყება. სასამართლომ დნმ-ის ექსპერტიზის მონაცემების საფუძველზე 72 წლის ლეონარდ მაკს ყველა ბრალი მოუხსნა. კაცმა შვიდი წელი გაატარა გისო...



შეერთებულ შტატებში, უსამართლოდ მსჯავრდებულმა პენსილვანიიდან მიაღწია იმას, რომ მიეღი დიდი ფულადი კომპენსაცია და გახდა მილიონერი. ინფორმაციას WPVI-TV ავრცელებს. 1988 წლის ივლისში, ფილადელფიაში უცნობმა თავდამსხმელმა მოკლა ოთხი წლის ბარბარა ჯინ ჰორნი. გამომძიებლებმა მთავარ ეჭვმიტანილად ვალტერ ოგროდი დაასახელეს. სასამართლო პრ...

0
77
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0