სხვა გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა 2023, 21 დეკემბერი, 16:44 22 წლის ქართველი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა. გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარ სოლისტად დანიშვნის მომენტშიამის შესახებ ჰოლანდიის ბალეტის ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა ტედ ბრენდსენმა სპეკტაკლ "რაიმონდას" დასრულების შემდეგ ამცნო ქართველ მოცეკვავეს. "გიორგი არის ფენომენალური ნიჭის მქონე მოცეკვავე, როლის მსგავსი იშვიათად შეგხვდებათ. ის არის ქარიზმატული, სცენური პიროვნება, წარმოუდგენელი ენერგიით, ტექნიკით და პარტნიორული მუშაობის თანდაყოლილი შეგრძნებით. უნიკალური შემსრულებელი, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ახერხებს უკვე დიდი აუდიტორიის შთაგონებას“ - ამბობს მის შესახებ ტედ ბრენდსენი. ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტში გიორგი 2020 წლიდან ცეკვავს. მანამდე სწავლობდა თბილისში, ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში, ბალეტის შესწავლამდე კი - ქართულ ცეკვებს. 2023 წელს მიღებული აქვს ალექსანდრა რადიუსის პრიზი. ფოტოები: www.operaballet.nl-დან112 შეფასება არ არის
|