სხვა 10 ყველაზე ძვირადღირებული NFT 2022, 30 ოქტომბერი, 15:40 NFT-ები, ანუ Non-Fungible Tokens, სულ უფრო პოპულარული ხდება. ინვესტორები და კოლექციონერები მათში წარმოუდგენელ თანხებს იხდიან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნფტ-ია Bored Ape Yacht Club და CryptoPunks. ყველაზე პოპულარული ნფტ შემქმნელები კი Beeple და ანონიმური არტისტი Pak. Beeple, იგივე მაიკ ვინკელმანი ყველაზე ძვირადღირებული NFT-ის ათეული ასე გამოიყურება: 10. Beeple's გზაჯვარედინი (Crossroad) - $6, 6 მილიონიBeeple'-ის Crossroad არის მოკლე, 10 წამიანი ვიდეო, რომელიც ასახავს ადამიანებს, რომლებიც მიდიან დიდ, დაცემულ სხეულთან, რომელზეც შეურაცხყოფა ტექსტებია წერწერილი. Beeple-ის ნამუშევრებს ზოგადად ძალიან დიდ პატივს სცემენ, რადგან ის ჩვეულებრივი NFT-ებისგან განსხვავებულ ნამუშევრებს ქმნის. Crossroad9. CryptoPunk #7804 - $7, 6 მილიონიეს არის კომპანია Lavra Labs-ის სერია, რომელიც ასახავს ადამიანების სახეს სხვადასხვა ატრიბუტებით. CryptoPunk #7804 ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია. CryptoPunk #78048. CryptoPunk #3100 - $7, 67 მილიონიკიდევ ერთი "უცხოპლანეტელი" პანკი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ თავსაბურავით, #3100 მეშვიდე ყველაზე იშვიათი კრიპტოპანკია.CryptoPunk #31007. CryptoPunk #4156 - $10, 26 მილიონიყველაზე ძვირადღირებულ CryptoPunk-ებს შორის ყოველთვის შედის #4156, ფერადკანიანი ლურჯი თავსაბურით.CryptoPunk #41566. CryptoPunk #7523 - $11, 75 მილიონი#7523 არის მესამე უიშვიათესი CryptoPunk კოლექციაში.CryptoPunk #75235. CryptoPunk #5822 - $23, 7 მილიონიCryptoPunk #5822-მა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, როდესაც 2022 წლის 12 თებერვალს 23 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. სულაც არაა გამორიცხული, რომ მომავალში CryptoPunk-ის სერიიდან, რომელიმე მათგანი კიდევ უფრო ძვირად გაიყიდოს.#58224. Beeple's HUMAN ONE - $28, 985HUMAN ONE გაიყიდა 2021 წლის 9 ნოემბერს. საუცხოო, საინტერესო და გამორჩეული.HUMAN ONE3. საათი - $52, 7 მილიონიეს საათი NFT ყოველდღიურად ახლდება, და ითვლის იმ დროს თუ რამდენი ხანი იმყოფება ჟულიან ასანჟი ციხეში.NFT-ის მიზანი იყო ასანჟის სამართლებრივი დაცვისთვის თანხების მოძიება. Clock2. ყოველდღე: პირველი 5000 დღე - 69, 3 მილიონი დოლარიძვირადღირებულ NFT-ის ათეულში Beeple-ის კიდევ ერთი ნამუშევარია. ეს არის მისი 5000 ცალი ნამუშევრის კოლაჟი. ამ იდეის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, როცა გადაწყვიტა ყოველდღე შეექმნა თითო ნამუშევარი, საბოლოოდ კი ეს შედეგი მიიღო, რაც ძალისხმევად ნამდვილად ღირდა.the First 5000 Days1. Pak "შერწყმა" ‘The Merge’ - $91, 8 მილიონი2021 წლის 2 დეკემბერს 'The Merge' იყიდა 28, 983 კოლექციონერმა საერთო ჯამში თითქმის 100 მილიონ დოლარად.‘The Merge’ეჭვგარეშეა, რომ NFT-ები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება რაც დრო გადის, საინტერესოაა რა იქნება მომვალში ამ ციფრული პროდუქციიის ფასების ჭერი. 20 შეფასება არ არის
|