x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სამი სახალისო ისტორია სამ ლეგენდარულ ფეხბურთელზე
image

21 დეკემბერი ვლადიმერ გუცაევის დაბადების დღეა, სწორედ მისი მოგონებით დავიწყებთ:


ვლადიმერ გუცაევი:


"თბილისელმა ფანმა სსრკ-ს ჩემპიონატში ერთერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გატანილი ბურთისათვის ათასი მანეთი მომცა-ეს არ იყო საჩუქარი. ჩვენ დავნაძლევდით: თუ მე იმ პრინციპულ შეხვედრაში ვერ გავიტანდი ბურთს მაშინ მე ჩემი ხარჯებით უნდა ჩამომეტანა მისთვის კარგი საჩუქრები უცხოეთიდან (იმ დროს სსრკ-ში დეფიციტური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი), თუ გავიტანდი გოლს- ის მაძლევდა პირად პრემიას -ათას მანეთს. მე გავიტანე გოლი და მოვიგე ნიძლევი, მივიღე ის პრემიაც – იმ დროისთვის დიდი თანხა.



„ლივერპულთან“ შეხვედრის წინ მან შემომთავაზა ახალი ნიძლევი: „ვოვა, თუ „ლივერპულს“ გოლს გაუტან (პირველი შეხვედრა ინგლისში „დინამომ“ წააგო 1:2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გვაწყობდა 1:0 მოგებაც), ორი ათას მანეთს მოგცემ პრემიას, თუ ვერ გაიტან -მაშინ როცა წახვალ უცხოეთში ჩამომიტანე ის ტანსაცმელი, რომელიც აქ არ იშოვება». ის კაცი იყო ჩემი და „დინამოს“ დიდი ხნის გულშემატკივარი, აწ განსვენებული ლერი კირვალიძე-შეძლებული და პატივსაცემი კაცი თბილისში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, საშუალებაც ჰქონდა გაეკეთებინა ასეთი გულუხვი პრემია. „ლივერპულთან“ საპასუხო შეხვედრის წინ ცოტას თუ სჯეროდა, რომ ჩვენ დავძლევდით ამ დიდებულ კლუბს, ლერიმ კი თავისი სიტყვა შესარულა, ორი ათასი გადმომცა."



გიორგი ყიფიანი (დავით ყიფიანის ვაჟი) იხსენებს:


„ერთხელ ალექსანდრე ჩივაძე მანქანით სტადიონზე მივიდა. მის წინ მანქანა იდგა, რომელშიც მოქმედი ფეხბურთელი იჯდა და დარაჯი მას სტადიონზე არ უშვებდა, საშვს სთხოვდა. ჩივაძემ მანქანიდან თავი გაყო და ფეხბურთელს გასძახა:


– ბიჯო, ისე როგორ უნდა თამაშობდე, რომ სტადიონზე ვერ გცნობდნენო...


ყიფიანი და ბრეჟნევი


1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ამ ზეიმიდან ერთი კვირის შემდეგ, 1981 წლის 21 მაისს სრულიად საქართველოს კიდევ ერთი "სახალხო დღესასწაული" - ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების 60-წლიანი იუბილე ელოდა. ამასთან დაკავშირებით, თბილისს იმდროინდელი პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა ეწვია, ლეონიდ ბრეჟნევის თავკაცობით.


20 მაისის საღამოს, დიღმის ბაზაზე კახა ასათიანმა "დინამოს" ფეხბურთელებთან სტუმრად ბრეჟნევისა და უკრაინის ცეკა-ს პირველი მდივნის, შჩერბიცკის თანაშემწეები მიიყვანა. უკრაინელმა ყიფიანს შჩერბიცკის საჩუქარი -მაგიდისხელა კიევური ტორტი მიართვა. ასე მიულოცა ევროპული თასის აღება უკრაინის პირველმა მდივანმა საყვარელ ფეხბურთელს. გაიშალა სახელდახელო სუფრა, სადაც მოგვიანებით "დინამოს" ხელმძღვანელობამ შექეიფიანებულ ბრეჟნევის თანაშემწეს შეაპარა, რომ იქნებ მეორე დღის გამოსვლაში "ძვირფას გენსეკს" თბილისელი მოთამაშეებისათვის დიუსელდორფული წარმატება მიელოცა.


ეს ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და მეორე დღეს მთელმა საქართველომ ბრეჟნევის პირით მოისმინა ცნობილი სიტყვები: "ნე პოდველი ი ტბილისკიე დინამოვცი...ნე ზრია ზა ნიხ ბალელი..''

1
924
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
924
  
2023, 31 დეკემბერი, 22:49
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1