x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი ქალი მოწაფეების მასიურად გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი

image

ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელს ტიფანი შტრაუს-გორდონს მოწაფეებთან სექსუალური კონტაქტის გამო სასამართლოში უჩივლეს


შეერთებულ შტატებში ცნობილი ბავშვთა ამერიკელი ფეხბურთის მწვრთნელის ჰაროლდ შტრაუსის ქალიშვილს არაერთი მოზარდის სექსუალურად შევიწროებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ New York Post-ი იტყობინება.


კოლტონის, კალიფორნიის საშუალო სკოლის ყოფილმა ჯგუფმა სარჩელი შეიტანა ტიფანი შტრაუს-გორდონის წინააღმდეგ, რომელიც სკოლაში მეორე თანამწვრთნელი იყო ამერიკულ ფეხბურთში 2001 წლიდან 2007 წლამდე. იმ პერიოდში მამამისი, ჰაროლდ შტრაუსი სკოლის გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.


ქალი აღსაზრდელებთან მრავალრიცხოვან სექსუალურ კონტაქტშია ეჭვმიტანილი, რომლებიც იმ დროს 14-დან 17 წლამდე იყვნენ. სარჩელში, რომელსაც ციტირებს East Bay Times, ნათქვამია, რომ ტიფანი შტრაუს-გორდონს რეგულარულად ჰქონდა ორალურ სექსი და სხვა სახის სექსუალური კონტაქტები მოზარდებთან.


მოსარჩელეთა ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ საკუთარი მამის გარდა, თითქმის სკოლის ყველა მწვრთნელმა იცოდა რას აკეთებდა ქალი და ხუმრობით "ტიფანის განსაკუთრებულ მიდგომას" უწოდებდნენ. გარდა ამისა, დაზარალებულთა განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის გარდა შტრაუს-გორდონს სექსი ჰქონდა სკოლის მწვრთნელებთანაც.


ამ დღეებშუ გამომძიებლები მიღებულ ინფორმაციას ამოწმებენ. ტიფანი შტრაუს-გორდონი, რომელიც ბოლო წლებში სხვა სკოლის სპორტული დირექტორი იყო, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ჯერჯერობით ის თავისუფალია. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ შტრაუს-გორდონის სამწვრთნელო კარიერა 20 წელზე მეტია გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში სხვას არავის დაუდანაშაულებია .


ქალის მამა, ჰაროლდ გორდონი 2019 წელს გარდაიცვალა. 30 წელი მუშაობდა ბავშვთა და ახალგაზრდულ ფეხბურთის მწვრთნელად და ამ ხნის განმავლობაში ლეგენდარული მენტორის სტატუსიც მოიპოვა. მისი ბევრი აღზრდილი გახდა გამორჩეული მოთამაშე უმაღლეს ლიგებში.

7
1926
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1926
  
2023, 16 თებერვალი, 15:58
14-17 წლის ვიყო, ასეთმა "კეთილმა" ქალბატონმა ასეთი საჩუქარი გამიკეთოს და მე გაუპატიურებისთვის ვუჩივლო? მაშინ დამეცეს მეხი :)))
2022, 18 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 ოქტომბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 ოქტომბერი, 13:49
ეს ბოზი ყოფილა........
0 1 7