ქალი და მამაკაცი ქალმა 8 წლის შემდეგ იპოვა თავის ქალიშვილის მამა, რომლის სახელიც კი არ ახსოვდა 2023, 20 დეკემბერი, 17:55
ჩინელ ქალს დაავიწყდა თავის ქალიშვილის მამის სახელი და იპოვა იგი ტელევიზიის მეშვეობით. ამის შესახებ წერს South China Morning Post-ი.
ჩინელმა ქალმა ქალიშვილის მამა მშობიარობიდან რვა წლის შემდეგ ტელევიზიით იპოვა. ჩუნცინის პროვინციის მკვიდრი, გვარად ფანგი დაორსულდა მამაკაცთან შემთხვევითი რომანის შემდეგ. ქალმა მომავალი ბავშვის მამა სპორტდარბაზში გაიცნო. მათი რომანი მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა, რის შემდეგაც იჩხუბეს და დაშორდნენ. ახალგაზრდა ქალმა მისი ტელეფონის ნომერიც კი არ შეინახა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ფანგმა გააცნობიერა, რომ ორსულად იყო.მან არ ისურვა აბორტის გაკეთება და გადაწყვიტა ქალიშვილი დამოუკიდებლად გაეზარდა. თუმცა, წლების გასვლის შემდეგ, ქალი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას არ ჰქონდა უფლება შვილს მამასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონოდა. თუმცა, ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. საკონტაქტო ინფორმაციას რომ თავი დავანებოთ, ფანგს მამაკაცის სახელიც კი დაავიწყდა.ამიტომ ქალმა გადაწყვიტა, გოგონას მამის პოვნის ერთადერთი შანსი გამოეყენებინა. ჩინეთის ნაციონალურ ტელევიზიაში არის სატელევიზიო პროგრამა, რომელიც ეხმარება ადამიანებს დაკარგული ნათესავების მოძებნაში (მსგავსი გადაცემები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია). ეთერში მან განაცხადა, რომ მისი შვილის მამა ჩუნცინიდან იყო(ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში) ხოლო მისი მეგობარი ნაყინის მაღაზიას ფლობდა. მან ასევე დაამატა, რომ მათი ხანმოკლე რომანი დაიწყო მაშინ, როდესაც იგი გულნატკენი იყო წინა ბოიფრენდთამ დაშორების გამო. შოუს ვიდეოს მილიონობით ნახვა ჰქონდა სოციალური მედიის პლატფორმა Douyin-ზე, ზოგს ეჭვიც კი დაებადა. -რა არის ეს, რომელიღაც იდიოტური საპნის ოპერის სიუჟეტი? -იკითხა ერთ-ერთმა Weibo-ზე. წარმატების შანსი ძალზე დაბალი იყო, თუმცა ფანგს გაუმართლა, გადაცემა ნახა სწორედ იმ მამაკაცმა, ვისაც ეძებდა, დაუკავშირდა ქალს და ახლა ერთად განიხილავენ ბავშვთან შეხვედრის დეტალებს. ასევე დაგაინტერესებთ209 3-ს მოსწონს
|