x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნუ ბაქი-ბუქობთ... ყველა სუფრაზე დევს ალესილი ჩანგალი” – ლალი მოროშკინა
image

.

ჟურნალისტი, პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სუფრაზე ჩანგლის ამბავს კიდევ ერთხელ იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:

.


“რვა წლიდან ეკრანზე ვარ და გადასარევად მესმის რას ნიშნავს ჯერ ცნობადობა, მერე კი თანმდევი ბულინგი.ამ დროს ან აჩვევ ოჯახს, შვილებს, საყვარელ ადამიანს, რომ ეს საზოგადოების დაბოღმილი და არშემდგარი ნაწილის კომლექსების ნთხევაა და მათზე ყურადღების გამახვილება, სრული უგუნურობაა!!

.

სხვა შემთხვევაში გინდა თუ არ გინდა ებმები უაზრო ფერხულში და დასაკლავი საქონელივით მიყვები ველური ბრბოს ყიჟინას, კარგავ ინდივიდუალურობას და ცოტა ხანში ამ ბრბოს ნაწილი ხდები.

.

გამოსავალი არსებობს! ჩემთვის დიდი ხანია ადამიანები, რომლებიც ჩემს გაბრაზებას ცდილობენ, უბრალოდ გამჭვირვალეები ხდებიან. მე მათ ვერ ვხედავ, ვერ ვამჩნევ, არ მესმის… იგნორი გენიალური გამოგონებაა. თუ არ შეგიძლია იგნორი, შენი ვარსკვლავი ძალიან მალე ჩაესვენება. ენდეთ გამოცდილებას. თუ გაუსაძლისად გაწუხებთ შეურაცხყოფა, ნუ ბაქი-ბუქობთ, ამისათვის ყველა სუფრაზე დევს ალესილი ჩანგალი.” - აღნიშნავს ლალი მოროშკინა.

.

შეგახსენებთ, წლების წინ სწორედ ლალი მოროშკინამ სწორედ ჩანგალი გამოიყენა კონფლიქტის მოსაგვარებლად პირდაპირ სატელევიზიო სტუდიაში, ერთერთი გადაღებების დროს და ამისათვის 15 დღის გატარება მოდულის შენობის ბნელ საპატიმროშიც მოუწია.

.

ამჯერად მოროშკინა არ აკონკრეტებს ვის მიმართავს, თუმცა, სავარაუდოდ ბაბი კირკიტაძის განცხადებას გუილისხმობს, სადაც კირკიტაძე მის მიმართ ვიდეორგოლში დაწყებულ ბულინგს აპროტესტებდა.

.

0
291
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0