x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პლაჟის მოდა: ტრენდები, რომლებიც მამაკაცებს ყველაზე მეტად აღიაზიანებთ
image


გოგონები პლაჟზე ტრენდული კოსტიუმების დემონსტრირებისას მამაკაცთა აღფრთოვანებული მზერის ნაცვლად ხშირად დაცინვას იღებენ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას რათა მათ მსგავსად თქვენც არ აღმოჩნდეთ დაცინვის ობიექტები. სანაპიროზე გასვლისას უბრალოდ ეს რჩევები გაითვალისწინეთ.


შიშველი გარუჯვა


image


დიახ, დიახ ძვირფასო ქალბატონებო! თუ ფიქრობთ რომ სანაპიროზე დედიშობილა უფრო სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურებით, ძალიან ცდებით. ბევრ მამაკაცს საზოგადოებრივ ადგილებში შიშველი ქალების ხილვა მრავალი მიზეზის გამო არ სურს - შეიძლება ეს იყოს მათ გვერდით მყოფი ბავშვები, ეჭვიანი ცოლი... მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ის არის რომ ყველა შიშველი ქალი - კლეოპატრა არაა.



ტანგა საცურაო კოსტიუმი


image


მაშინაც კი, თუ თქვენ იდეალური ფიგურის პატრონი ხართ, არ ღირს ამ "ძაფების" ჩაცმა. ის უნაკლოდ მხოლოდ ფოტოზე გამოიყურება, მაგრამ ცხოვრებაში ის არც იმდენად სასიამოვნო სანახავია.




გამჭვირვალე საცურაო კოსტიუმი


image


ასეთ კოსტიუმში თქვენ ნამდვილად მიიგცევთ გარშემომყოფების ყურადღებას, მაგრამ გჭირდებათ კი? ეს შესანიშნავი ვარიანტია საყვარელ ადამიანთან განმარტოებისთვის ან მასში გადაღებული ფოტოს "ინსტაგრამზე" ასატვირთათ, თუმცა საჯარო პლაჟებზე ბავშვებისა და ორსული ქალების შოკში ჩაგდება ნამდვილად არ ღირს.



"ფლიპ-ფლოპები" პლატფორმაზე



image


თუ ასეთ ფეხსაცმელს მოხდენილად თვლით, ძალიან ცდებით. იცოდეთ, რომ ამ პლატფორმებით ქვიშაში მოსეირნე ყანჩას უფრო დაემსგავსებით, რომელიც ეს - ეს არის ქვიშაში ჩაეფლობა.



პატარა ზომის საცურაო კოსტიუმი


image



ნუ ეცდებით ძველ ბიკინში "ჩაძრომას", რომელიც კარგად სულ მცირე 10 წლის წინ მაინც გქონდათ.



ღრმა ჭრილის საცურაო კოსტიუმი


image


სტილისტებიც კი აღნიშნავენ რომ ეს პრეტენზიული მოდელი სხეულზე ეფექტურად მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოიყურება: სილიკონის მკერდის ან მისი სრული არქონის შემთხვევაში, მაგრამ თუ ბუნებამ არ გაწყენინათ, მაშინ ამ საცურაო კოსტუმის ჩაცმა არ ღირს.




პლაჟის მორთულ - მოკაზმულობა


image


თუ სანაპიროზე თავის წარმოსაჩენად მიდიხართ, მაშინ ეს ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ მთელი ამ "აღჭურვილობით" ცურვას მოისურვებთ, აუცილებლად ფსკერზე აღმოჩნდებით. სრულფასოვანი გარუჯვა 10 ბეჭდით, ამულეტებით, ჩოკერებითა და სამაჯურებით ასევე შეუძლებელია, ვინაიდან რუჯი არათანაბარი იქნება, და თან ნაკლებ სავარაუდოა, ამით მამაკაცების ყურადღების მიქცევა შეძლოთ.





ქალაქის ჩანთა სანაპიროზე


image


ეს არც იმდენად კარგი იდეაა...


ზედმეტი თმა


image


ზღვაზე წასვლამდე იზრუნეთ სხეულიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად, ალბათ, ხვდებით რასაც ვგულისხმობ.



პატარა ზომის კოსტიუმი ფუმფულებისთვის


image


თუ ფუმფულა ფორმების მქონე ხართ, ნუ ჩაიცვამთ "კოსტიუმ - ძაფებს", საიდანაც მთელი თქვენი "ღირსებები" ამოვარდება. უპირატესობა მთლიან საცურაო კოსტიუმს მიანიჭეთ.





კრეატიული საცურაო კოსტიუმი


image


საკუთარი ხელით შექმნილი ორიგინალური საცურაო კოსტიუმები მხოლოდ ფოტოებზეა ეფექტური, რეალურად კი, ისინი მართლაც რომ "უღმერთოდ" გამოიყურება, და თუკი ოდესმე საკუთარი პერსონის მიმართ მზერას იგრძნობთ, იცოდეთ რომ ის მხოლოდ ირონიული იქნება.








0
525
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
525