მაკიაჟი და ვარცხნილობა გოგონებმა სახის მხოლოდ ერთ მხარეს გაიკეთეს მაკიაჟი, რომ ეჩვენებინათ, თუ როგორ ცვლის ის გარეგნობას 2023, 18 დეკემბერი, 17:21 მაკიაჟს გარდასახვის საოცარი ძალა აქვს. ეს მხოლოდ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების ნაკრები კი არა, თვითგამოხატვისა და უნიკალური იმიჯის შექმნის საშუალება. მაკიაჟი არის ხელოვნება, რომელიც საკუთარი განუმეორებლობის ხაზგასმის საშუალებას იძლევა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მის გარეშე, ბევრი გოგონა, სრულიად განსხვავებულად გამოიყურება... და ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი ისე იცვლება, რომ მისი ცნობა, უბრალოდ, შეუძლებელია. ამ წარმოუდგენელი ტრანსფორმაციების ვიზუალურად დემონსტრირებისთვის, ვიზაჟისტებმა და მაკიაჟის ყოველდღიურად მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, ინტერნეტში #The Power of Makeup ტეგით, გამოწვევა გაევრცელებინათ. ხოლო, ეფექტის გასაძლიერებლად, მონაწილეებმა მაკიაჟი სახის მხოლოდ ერთ მხარეს გაიკეთეს. მეორე კი ხელუხლებელი დატოვეს. ფერების ნამდვილი მაგია მაკიაჟს შეუძლია, ყველა ჩვენი უპირატესობის ხაზგასმა მაკიაჟის ძალამ, ამ გოგონას, საშუალება მისცა, მიეღო ნათელი მზერა და ფუმფულა ტუჩები. მან აშკარად იცის, თუ როგორ გამოიყენოს ის სწორად ინტერნეტში ამ გამოწვევას, საკმაოდ ბევრი გოგონა გამოეხმაურა. ზოგმა საჩვენებელი ფოტო გამოაქვეყნა, ზოგმა კი, ვიდეო ჩაწერა, რომლებშიც ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის მაკიაჟის გაკეთების რიტუალი. სინაზე, ნათელი აქცენტებით ორი ნახევარი კატის მზერა მაკიაჟი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, გამოხატოთ თქვენი ინდივიდუალობა, სხვადასხვა სტილის და ტენდენციების მეშვეობით: ნაზი და ბუნებრივიდან, კაშკაშა და ექსტრავაგანტურამდე — ყველა გოგონას შეუძლია აირჩიოს იმიჯი, რომელიც მის შინაგან სამყაროს და განწყობას ასახავს... ბუნებრიობა ფუნჯის ერთი მოქმედება და დედოფალი კი არა, თქვენს წინაშე ქალღმერთია მომენტი, როდესაც მაკიაჟი, ისედაც განსაცვიფრებელ გარეგნობას ავსებს თითქოს ორი განსხვავებული ადამიანია საინტერესოა, ასეთი გარდაქმნების შემდეგ, ცნობს, თუ არა, სარკეში საკუთარ თავს? სხვა სიახლეები:* უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი ბალტიის ზღვაში აღმოაჩინეს* ამ სოფელში შინაური გველი ყველას ჰყავს* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები (IV ნაწილი)* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად247 2-ს მოსწონს
|