x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში აკრძალეს ჩხარტიშვილის და ბიკოვის წიგნები უკრაინის მხარდაჭერის გამო
image

გამომცემლობა АСТ-მ შეწყვიტა აკუნინისა და ბიკოვის წიგნების გაყიდვა უკრაინის მიმართ მათი პოზიციის გამო.ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს.




გამომცემლობა АСТ-მ გადაწყვიტა შეაჩეროს რუსეთში მწერლების ბორის აკუნინის (ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი) და დიმიტრი ბიკოვის (იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო აგენტების რეესტრში შეყვანილი) წიგნების გაყიდვა. გამომცემლობის ხელმძღვანელმა პაველ გრიშკოვმა განაცხადა, რომ მწერლების საჯარო განცხადებები სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს.


გამომცემლობის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ვითარების გარკვევამდე წიგნების მიწოდება არ განახლდება. მანამდე ორივე მწერალი ესაუბრებოდა პრანკერებს ვოვანსა და ლექსუსს. მათთან საუბარში ბიკოვმა და აკუნინმა ისაუბრეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზე და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე.


ასევე რუსეთის დუმაში (სახელმწიფო სათათბიროში) მოუწოდებენ აიკრძალოს ბორის აკუნინის წიგნები, ყირიმზე და უკრიანის ომზე გამოთქმული მოსაზრებების გამო.



შეგახსენებთ, ბორის აკუნინი(იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი) თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მწერალია, ასევე მთარგმნელი და პუბლიცისტი.დაიბადა ზესტაფონში 1956 წელს, ოფიცრის შალვა ჩხარტიშვილის ოჯახში, ორი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.


1998 წლიდან გრიგორი ჩხარტიშვილი ლიტერატურულ შემოქმედებას ეწევა ფსევდონიმით ბორის აკუნინი. იაპონურ სიტყვას აკუნინი (იაპ. 悪人) ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება. დაახლოებით ითარგმნება, როგორც "ავკაცი", „ბოროტი ადამიანი“, „ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს“. კრიტიკულ და დოკუმენტურ შრომებს აქვეყნებს ნამდვილი სახელითა და გვარით.


2009 წლის 29 აპრილს ბორის აკუნინი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა. 2009 წლის 10 აგვისტოს რუსეთისა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა.


პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ–დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.


რაც შეეხება დიმიტრი ბიკოვს, იგი არის რუსი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე, რადიო და ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, ლიტერატურის პედაგოგი, კინოკრიტიკოსი. პოლიტიკური მოაზროვნე და აქტივისტი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის თანამედროვე ხელმძღვანელობას, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.


ბიკოვმა АСТ-ის გადაწყვეტილებას РБК.-თან ინტერვიუში უპასუხა. მისი თქმით, წიგნების აკრძალვა არანაირ გავლენას არ მოახდენს მათ გავრცელებაზე და აღნიშნა, რომ არასოდეს ყოფილა წიგნები მისი ძირითადი შემოსავალი. მას გაიხსენა, აკრძალვის მიუხედავად ყველა როგორ უსმენდა და კითხულობდა სსრკ-ში პოეტ ალექსანდრე გალიჩის(გინზბურგი) სიმღერებს და ლექსებს.

1
92
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
2023, 19 დეკემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1