საზოგადოება მორგოშია: მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება! ღმერთთან ომი ჯერ არავის მოუგია... 2023, 15 დეკემბერი, 13:16 "ერთი სიტყვით, ამ სტატუსს ვწერ იმიტომ, რომ ჩვენს კონსერვატიულ ფლანგს, მინდა მივულოცო დიდი გამარჯვება!!! ანუ რა მოხდა ქვეყანაში?!
1)პოლიტიკური ველი გაიყო ორად: პრო-ევროპელებად და პრო-ქართველებად!
2)ღია ულტრალიბერალურ ფლანგს, ანუ “ნაცებს”, “გირჩს”, “ლელოს”, სალომე ზურაბიშვილს და ა.შ. ღიად და დიდი სიამაყით შეუერთდა “ქართული ოცნებაც”. ანუ დღეს, “ქართული ოცნების” კონსერვატორობანა საბოლოოდ დასრულდა!
3)2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, გახსოვთ რომ “ოცნება” კონსერვატიული ფლანგის ღია მესიჯ-ბოქსებით პოზიციონირებდა, მამული, ენა, სარწმუნოება და ა.შ. გასაგებია, რომ ქვეყნის ჯანსაღ ნაწილს, მაგის არც მაშინ გვჯეროდა, ახლა კი უკვე დეკლარირებულად სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან და ღმერთმა ხელი მოუმართოთ :))) ოღონდ ჩვენს ღმერთს, ცხადია არ და ვერ ვგულისხმობ, რადგან ჩვენს რელიგიას ევროზონაში, დიდი ხანია ომი გამოუცხადეს და ერთსქესიანთა ქორწინება, მამათმავლობა და ამორალობა დააკანონეს.
4)იმ ფლანგზე, სადაც “ოცნებამ” ბოლომდე შეყო თავი, მათ არანაირი წარმატების შანსი არ აქვთ, რადგან შარლ მიშელიდან დაწყებული, კუბილიუსამდე, “ქართული ოცნება” მათი მტერია და ის ურჩობისთვის უნდა დაისაჯოს!
5)”ოცნება” ეცდება ამ დღის თავის გამარჯვებად გასაღებას, მაგრამ სულ 3-4 დღეში, ისევ იქ აღმოჩნდება სადაც იყო. ანუ ევროპელი პოლიტ-აქტორები, ამ სტატუსს ისევ ოპოზიციას და ქართველი ხალხის გარკვეულ ნაწილს მიაწერენ და “ოცნების” მმართველობას, ოლიგარქიულად მონათლავენ!!!
6)ცხადია, “ოცნებაში” ყველა იდიოტი არ არის და იციან, რომ ამ კანდიდატის სტატუსს, რეალობაში შინაარსი არ გააჩნია და იმით დაიმშვიდებენ თავს, რომ ამით რუსებსაც არ გააღიზიანებენ და რუსეთის ფედერაციის მხრიდანაც, ადგილი არ ექნება სიტუაციის დაძაბვას, რაც პრინციპში მართალია, რუსები გამწვავებაზე არ წავლენ, ოღონდ ჯერ-ჯერობით, რადგან ევროპარლამენტმა რაც არ უნდა წეროს და იკითხოს, რუსების ტანკები, თბილისიდან 50 კმ-ში დგანან და თუ ან “ნატოს” ან ევროზონას მივუახლოვდებით, რაც უკრაინაში დატრიალდა, ეგ დისნეის მურტფილმი იქნება და სხვა არაფერი, რისგანაც ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ როცა გვიან გაზაფხულზე, “ევროპასთან უფრო დაახლოვებული” უკრაინა, ლამის შუაზე გაყოფილი იქნება და რუსებთან მოუწევთ დაზავება, “სადაც თქვენი ჯარები დგას მანდ დარჩით და აქეთ ნუ წამოხვალთ”- შინაარსით, აი მაშინ, მოიცლის უკვე ახალი ვადით პრეზიდენტად არჩეული ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი და ერთ რიტორიკულ კითხვას შემოთვლის ну что ребята Что вы решили? Снами или сними-ო, მანდ კი ყველაფრის გადახდა ერთდროულად მოგვიწევს, ან უკრაინა მონაგონი იქნება!
7)ასე რომ ამ გადაწყვეტილებით, “ოცნებამ” კი არ იხეირა რეალურად, არამედ ულტრალიბერალურმა ოპოზიციამ, სადაც მიშა აღარაა აქტუალური და სხვები, ბევრად უფრო დიდი ევროპული მხარდაჭერით, უფრო და უფრო მიზანმიმართულად და ფართომასშტაბიანად შეუტევენ “ოცნებას”. კონსერვატიული ფლანგი კი, მათ საშველად თითსაც არ გაანძრევს. უბრალოდ დაელოდება, როდის დასუსტდება ორივე მხარე, რის შემდეგაც ერთხელ და სამუდამოდ დაამყარებს ნამდვილ ქართულ და ეროვნულ წესრიგს, “ლავირების” და ერთი ადგილის თამაშის გარეშე!
8)”ქართული ოცნების” ჯანსაღი ნაწილი, ამ პროცესებს მალე საკუთარი თვალით დაინახავს და დარწმუნებული ვარ იქ დადგება, სადაც ქართველი ხალხის და უფლის ნებაა! სწორედ ეს ერთობა დაასრულებს ამ ქვეყანაში, ამ უნიჭო პოლიტიკურ მასკარადს!
9)რაც შეეხება ორბანს, აქ საქმე მარტივადაა, ჩამოვიდა საქართველოში, “ოცნებას ჩაეხუტა”, დამატებით ისევ “გაუჩალიჩა”, როგორც ერდოღანმა ივაჭრა "უდაჩნად" შვედეთზე, ანალოგიურად ორბანმაც ივაჭრა და 10 მილიარდი ევრო ფულად, ხოლო პოლიტიკური ფასი პოლიტიკურ ფასად დაიდო და წავიდა სახლში )).
10)რაც შეეხება უკრაინას, აქ უკვე სიტუაცია სასაცილოც კი აღარაა ))), გადავიდნენ მოლაპარაკებების ეტაპზე იქ, სადაც მათი კანდიდატის სტატუს მინიჭებული ტერიტორიების 25% რუსებმა “გაიპრავეს” და სანამ მაგ მოლაპარაკებას დაასრულებენ, მანამდე ალბათ მხოლოდ კიევი და გალიჩინა დარჩებიან ))).
მოკლედ, გილოცავთ ჭეშმარიტო ქართველებო, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება! ღმერთთან ომი ჯერ არავის მოუგიაჩვენ ავირჩევთ ქრისტეს გზას, ხოლო სხვები კი ბარაბას გზას გაუყვებიან" წერს კონსტანტინე მორგოშია
263 შეფასება არ არის |
ეჰ,მორგოშია უბედურო,ისტორია მაინც წაგეკითხა შე უბედურო,მერე აღარ გექნებოდა განცდა და სისულელეს არ იბჟუტურებდი. ქრისტეს სახელით საუბრობ,თუმცა არ იცი,ვინ იყო და რას ქადაგებდა ქრისტე. არ უთხრათ მორგოშია უბედურს,რომ რომის პაპის წარგზავნილი "ქრისტეს მხედრობა" პირწმინდათ დამარცხდა ჯვაროსნულ ომებში ანუ მორგოშიას მიდგომით,ღმერთი "დაამარცხეს" სარკინოზებმა. მაშინაც და ახლაც,ღმერთი არაფერ შუაშია და ძალიან ცუდ თამაშს თამაშობენ ეს ვითომ კონსერვატორი რუსეთის აგენტები. ხოდა მორგოშია უბედურო,ე.წ. კონსერვატორებმა რუსული დროშა ტარიანად გაირჭეთ და ქოცებმა ევროკავშირის დროშა,მადლია თქვენთვის.