x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბექა ნათელაშვილი გაერთიანებული ერების გავლენიანი ინსტიტუტის ბორდში აირჩიეს და პროგრამების დირექტორად დაამტკიცეს
image

.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, ბექა ნათელაშვილი გაერთიანებული ერების გავლენიანი ინსტიტუტის, “დედამიწაზე ზრუნვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ალიანსის” ხელმძღვანელ ბორდში აირჩიეს და პროგრამების დირექტორად დაამტკიცეს.

.


“ვულოცავ ბექას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გავლენიანი სპეციალიზირებული ინსტიტუტის – “დედამიწაზე ზრუნვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ალიანსის” ხელმძღვანელ ბორდში არჩევასა და პროგრამების დირექტორად დამტკიცებას. დარწმუნებული ვარ, ის ამ მნიშნელოვან ფუნქციას გამოიყენებს უპირველესად საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოსთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ბექა ნათელაშვილის დედა, მწერალი ბელა ალანია.

.

ბოლო წლებში ბექა ნათელაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზეც გამოჩნდა, ჯერ ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა პარტიულ აქტივობებსა და საპროტესტო აქციებზე. ბოლო წლებში კი ის ეკრანებიდან გაქრა.

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0