სისხლის სამართალი მოუხელთებელი ბანკის მძარცველი, რომელიც 50 წელი ემალებოდა ხელისუფლებას 2023, 14 დეკემბერი, 15:52 კლივლენდის ბანკის ქურდობა შტატ ოჰაიოში, აშშ-ში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ დანაშაულად დარჩა 50-ზე მეტი წლის განმავლობაში. ის ფაქტი, რომ მოუხელთებელი ქურდი სამაგალითო მეოჯახე და არაფრით გამორჩეული ამერიკელი თომას რენდელი აღმოჩნდა, 2021 წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი. დეკემბერში მისმა ქალიშვილმა ეშლიმ გამოუშვა მრავალ ეპიზოდიანი პოდკასტი მამაზე, რომელიც ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა 52 წლის განმავლობაში. დამნაშავემ ბანკის საცავიდან ფული აიღო და გაიქცა ის ფაქტი, რომ თომას რენდელმა სინამდვილეში იგივე თეოდორ ჯონ კონრადიმ, რომელმაც 1969 წლის 11 ივლისს მოიპარა 215 ათასი დოლარი (დაახლოებით 1, 8 მილიონი დოლარი დღევანდელი კურსით) კლივლენდში ეროვნული ბანკის ფილიალიდან და ამის შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა, მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. თუმცა ამ მომენტისთის ის უყვე გარდაცვლილი იყო. - კრიმინალმა სააქაო ცხოვრება იმავე წლის 18 მაისს დატოვა. 1969 წლის ზაფხულისთვის 20 წლის კონრადი უკვე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ბანკში და იგი ისეთი ნდობით სარგებლობდა მენეჯმენტის მხრიდან, რომ მას უფლებას აძლევდნენ მარტო დარჩენილიყო საცავში. იგი სხვა ფილიალებში გასაგზავნ ბანკნოტების შეკვრას აწყობდა. ბანკის ხელმძღვანელობას სავსებით შეიძლება გაუგო: ახალგაზრდა იყო ძალიან მონდომებული, სწავლობდა კოლეჯში და ჰქონდა IQ 135 ქულა, ანუ ის შედიოდა პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ადამიანების 2, 3 პროცენტში. უბრალოდ შეუძლებელი იყო მასში ეჭვის შეტანა. მოგვიანებით, ნაცნობებმა თქვეს, რომ მთელი წელი კონრადი შეპყრობილი იყო 1968 წლის ფილმით "თომას კრაუნის აფერა", რომელშიც მთავარ როლებს სტივ მაკქუინი და ფეი დანავეი თამაშობდნენ. ფილმი იყო ბანკის იდეალურ ძარცვაზე, რომელიც მოწყენილობისგან მილიონერმა ინტელექტუალმა განახორციელა. მეტიც, კონრადმა ზოგიერთს უთხრა, რომ მსგავსი რამის გაკეთებას აპირებდა. მის სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ფოტოზე: კადრი ფილმიდამ პარასკევს, 1969 წლის 11 ივლისს, საღამოს ფული ქაღალდის ჩანთაში ჩადო და ბანკიდან გავიდა. ფულის გარდა მას მხოლოდ ბოთლი ვისკი და ერთი კოლოფი სიგარეტი ჰქონდა. ზარალი მხოლოდ ორშაბათს გამოვლინდა, ამას ელოდა თავად დამნაშავეც, ამიტომ იმ დროისთვის ის შტატში აღარ იყო. ცხელ კვალზე ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ბანკის ყველა თანამშრომელს სამსახურში მოწყობის დროს არ ჰქონდა თითის ანაბეჭდი ჩაბარებული. კონრადმა გულდასმით დაგეგმა ქურდობა ქურდობის შემდეგ კონრადი ვაშინგტონში მიიმალა, შემდეგ ცოტა ხნით ლოს ანჯელესში გადავიდა და 1970 წელს მასაჩუსეტში დასახლდა. იქ მან შექმნა ოჯახი და ეწეოდა სრულიად ჩვეულებრივ ცხოვრებას. როგორც ჩანს, მან ოჯახთან საიდუმლოს გამჟღავნება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მძიმედ ავად იყო და რამდენიმე თვეღა ჰქონდა დარჩენილი. "მისაღებში ვისხედით - მამა, დედა და მე და ტელევიზორს ვუყურებდით. უცებ მან მოულოდნელად თქვა: "გოგოებო, ჩემი წასვლის შემდეგ თუ რამე მოხდება, მინდა ვთქვა, რომ აქ გადმოსვლამდე სახელი შევიცვალე. ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ხელისუფლება დიდი ალბათობით ისევ მეძებს". "ეშლი რენდალი NBC News-ის ინტერვიუ, 2023 წლის 6 დეკემბერი. ფოტოზე: ეშლი მამასთან ერთად მეორე დღეს ეშლიმ უთხრა მამას, რომ უნდა ეთქვა მისი ნამდვილი სახელი. კაცმა დაასახელა-ტედ კონრადი. ქალმა შეიყვანა მშობლის სახელი და საძიებო სისტემამა ამოაგდო რამდენიმე გაზეთი სათაურით 50 წლის წინანდელი იდუმალი დანაშაულის შესახებ. ეშლიმ The Washington Post-თან აღიარა, რომ ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ კინაღამ საწოლიდან გადმოვარდა. თანდათან კონრადმა დაიწყო თავისი ქალიშვილის მოყოლა მომხდარის შესახებ. ერთ-ერთ მეგობართან ერთად მან საფუძვლიანად შეიმუშავა ქურდობისა და გაქცევის გეგმა ფილმის " თომას კრაუნის აფერაზე"დაყრდნობით. მან გამოიყენა აშშ-ს კანონმდებლობის ყველა შესაძლო ხვრელი. მაგალითად, 1960-იან წლებში სოციალური დაცვის ბარათის მისაღებად, თქვენ არ გჭირდებოდათ რაიმე დოკუმენტი. 1969 წელს ეს ძალიან მარტივი იყო. უბრალოდ უნდა მისულიყავით და გეთქვათ: „იცით, მე მჭირდება დაზღვევის ბარათი“ და მოგცემდნენ.(ეშლი რენდალი) კონრადმა შეიცვალა სახელი და გვარი, გახდა თომას რენდალი და საკუთარ თავს ორი წელი დაუმატა - დაბადების წელი 1949 წლის ნაცვლად 1947 წლად გადაიკეთა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხელისუფლება მთელი ცხოვრება გაეცურებინა. გარდა ამისა, კონრად-რენდალმა გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი წარსულთან. მისმა ოჯახმა და მეგობრებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რასაც საუბრობდნენ მედია. ასეთი ნაბიჯი დამახასიათებელი იქნებოდა სოციოპათისთვის, მაგრამ კონრადს აღარასოდეს ჩაუდენია სხვა დანაშაული და იყო მოსიყვარულე მამა და ქმარი. რენდალი უცნობმა პირმა ჩაუშვა 50 წლის შემდეგ არ გეგონოთ, რომ აშშ-ს მარშალების სამსახურმა და FBI-მ ვერ კონრადის საქმე მისი ოჯახის წყალობით გახსნეს .მეუღლე ქეთის და ქალიშვილ ეშლის პოლიციისთის არაფერი უთქვამთ, როგორც დაჰპირდნენ რენდალს. ფოტოზე: ქეთი და ტედი სამართალდამცავები გამოძიებას მას შემდეგ დაუბრუნდნენ, როდესაც კლივლენდში ვიღაცამ ადგილობრივ მწერალ-ჟურნალისტს, რომელიც კრიმინალურ თემებზე წერდა, რომ რენდალი სინამდვილეში კონრადი იყო. სწორედ ამ ავტორმა შეატყობინა გამომძიებლებს და დაიწყო ახალი საგამომძიებლო პროცესი. წარმატებული ძარცვის მიუხედავად, კონრადს ფული საკმაოდ სწრაფად გაუთავდა. ქეთიმ გაიხსენა, რომ როდესაც 1970-იანი წლების ბოლოს შეხვდა თავის მომავალ ქმარს, ის მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობდა და ყოველდღე დადიოდა სამსახურში. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ჭკვიანი ბიჭის მოტივი იყო მაღალი IQ-ითი, ჟინი ჩაედიან ძარცვა სწორედ ისე, როგორც ფილმშუ „თომას კრუნის აფერაშია“. აშშ-ს მარშალთა სამსახურმა განაცხადა, რომ კონრადის ოჯახი არ იქნება პასუხისმგებელი იმის გამო, რომ არ შეატყობინა მისი აღიარება პოლიციას. ქურდობა კი, რომელსაც დღემდე ყველაზე იდუმალებით მოსილად ითვლებოდა ოჰაიოს შტატის ისტორიაში, საბოლოოდ გაიხსნა. 246 2-ს მოსწონს
|