საქართველო
"თქვენ თუ არ განატროთ, ბოლო ვიყო, თქვე ტუალეტის ნულებო" - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი
2023, 13 დეკემბერი, 9:08
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გია ბარამიძის "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"თქვენ თუ ბოკერიას გზაზე დადგომა არ განატროთ, ბოლო ვიყო, თქვე ტუალეტის ნულებო."- წერს "ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გია ბარამიძის თქმით, რუსულ რეჟიმთან ბრძოლის ყველა მსურველი სწორედ სააკაშვილის გვერდით უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველაფერი პოლიტიკური განულებისკენ არის განწირული. ბარამიძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს არ დაადგნენ გიგა ბოკერიას გზას:
"ჩვენს პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა ადამიანი ახდენს ზეგავლენას. ვანო მერაბიშვილი, საერთოდ, ჩამოშორებულია. კეზერაშვილს რაც შეეხება, ტელევიზიის ხელმძღვანელია და პოლიტიკურად მხარს გვიჭერს. მერაბიშვილი ჰორიზონტზეც კი არ გამოჩენილა. მანამდე ზურაბ ადეიშვილსაც ახსენებდნენ, კაბინეტიდან არ გამოსულა, ადამიანი უკრაინაში იუსტიციის სამინისტროში იმ საქმის ხელმძღვანელია, რომელმაც ჰაგიის სასამართლოში პუტინის სანქციის გამოწერა გამოიწვია. ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩარევა.
სააკაშვილი პუტინის ტყვეობაშია ახლა, მაგრამ მას პარტიაში იმდენი ავტორიტეტი აქვს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები და ძირითადი ხაზი განსაზღვროს. მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა. ვისაც გინდათ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, უნდა იყოთ სააკაშვილის გვერდით, სხვა ყველაფერი განწირულია პოლიტიკური განულებისკენ. ნუ დაადგებით გიგა ბოკერიას გზას", - განაცხადა ბარამიძემ.