მუსიკა როგორ აყურებინეს ანდრეი მაკარევიჩს თბილისში ერთი და იგივე პორნოფილმი 2023, 11 დეკემბერი, 17:25 ![]() დღეს ერთ კურიოზულ მომენტს გავიხსენებთ ანდრეი მაკარევიჩის ცხოვრებიდან რომელიც ქალაქ თბილისში გადახდა, 1980 წელს, საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველ როკ-ფესტივალზე "გაზაფხულის რიტმები", რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაიმართა, სადაც ჯგუფმა სიმღერებით "Снег»(თოვლი) და «Хрустальный город»(ბროლის ქალაქი) ესტონურ ჯგუფ "მაგნეტიკ ბენდთან" ერთად პირველი ადგილი დაიკავა. "1980 წელს თბილისში ვიყავით, სტუმრად მიგვიწვიეს, გვითხრეს, რომ ახლა ტელევიზორს და ვიდეომაგნიტოფონს მოიტანდნენ.ვუყურეთ "ბერძნულ ლეღვის ხეს", (ფოტოზე კადრი ფილმიდან) შემდეგ მეორე ოჯახში დაგვპატიჟეს და იქაც იგივე ფილმი ჩაგვირთეს, შეგვეხათრა რომ გვეთქვა, რომ უკვე ნანახი გვქონდა..ასე, რომ 6-ჯერ ვნახე ეგ ფილმი, ზეპირად ვიცი."-იხსენებს ანდრეი მაკარევიჩი. ![]() ამის გარდა შემოქმედის მრგვალ იუბილესთან დაკავშირებით, გაგახსენებთ ჯგუფ "მაშინა ვრემენის" რამდენიმე პოპულარულ სიმღერას. 129 2-ს მოსწონს
|