რელიგია რატომ არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტიანობა? 2023, 12 დეკემბერი, 14:04 თავად იესო ებრაელი იყო და ებრაელი იყო მისი 12 უახლოესი მოსწავლე. ებრაელები იყვნენ პირველი ქრისტიანები... იუდეა ჩვ. წ. აღრ. I საუკუნის ბოლოს «დუღდა»... და ეს გასაკვირიც არ იყო, მისი წინა მეფის ჰეროდე I დიდი გარდაცვალების შემდეგ, რომაელებმა ადგილობრივი თვითმმართველობა გააუქმეს და ქვეყანა ახალ პროვინციად გარდაქმნეს. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოეწონათ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მზად იყვნენ იარაღის ასაღებად, იყვნენ კოლაბორაციონისტები და მშვიდი ოპორტუნისტებიც. იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, პოლიტიკურ მოთხოვნებს რელიგიური ფორმით გამოხატავდნენ და ქრისტიანობა ქვეყანაში, მრავალთაგან, მხოლოდ ერთ–ერთი სექტა იყო, რომელსაც განსაკუთრებით არ გამოყოფდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენამდე არ მოუღწევია რომაულ ჩანაწერებს, რომელიც ნათელს მოჰფენდა, ამ რელიგიის ჩამოყალიბების ადრეულ ხანას. ხოლო, ქრისტეს ჯვარცმა, სასჯელის ამ ფორმის აღსრულების, არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი! ბოლოს, 66 წ. ამბოხება მოხდა და ებრაელმა ხალხმა დამოუკიდებლობის ბრძოლა დაიწყო. ხოლო, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, პოლიტიკური რეპრესიების შიშით, იერუსალიმის დატოვება გადაწყვიტა. იმ დროისთვის, პავლე მოციქულმა სასულიერო წესდებაში (პრაქტიკაში) წესები შეცვალა, რის შემდეგაც, ქრისტიანთა შორის, სულ უფრო მეტი არაებრაელი გამოჩნდა. თავად იესოც ითვალისწინებდა, სამომავლოდ, ქრისტიანებად სხვა ხალხების მიღების შესაძლებლობას. მაგრამ, მხოლოდ მაშინ გათავისუფლდნენ მოქცეულები, წმინდა ებრაული წესების დაცვის აუცილებლობისგან. ძველი რელიგიის რიტუალები მათთვის აუცილებელი არ იყო, რამაც მომავალში, მორწმუნეთა რიცხვის სწრაფი ზრდა გამოიწვია. პავლე მოციქულის რეფორმის შემდეგ, ქრისტიანობას უკვე, რომის იმპერიის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები იღებდნენ. რომაელები, ან ისინი, ვინც თავს რომაელად გრძნობდა, რაღაც მომენტში, უმრავლესობა გახდნენ. მიუხედავად ამისა, ამ დროს, ახალ რწმენას ისტორიკოსები, პირობითად, იუდეა-ქრისტიანობას უწოდებენ. მან ჯერ ვერ მოასწრო უარის თქმა ძველ წესებზე და არც ახალი წესები იყო ბოლომდე დახვეწილი. მაგრამ, ზოგი რამ უკვე შეცვლილი იყო. როდესაც რომაელებმა ქრისტიანობაში წამყვანი პოზიციები ჩაიგდეს ხელში, მათ უკვე აღარ სურდათ, რომ ეს რწმენა ებრაელებთან ყოფილიყო ასოცირებული. მთავარი მიზეზი კი, დაუსრულებელი კამათი იყო, იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ჯვარზე იესო? რომაულმა ადმინისტრაციამ, თუ სიონის ძეთა მღვდელმთავარმა? რომაელები მხარს მეორე ვერსიას უჭერდნენ. შედეგად, «ახალმა» ქრისტიანებმა ებრაელების შევიწროება დაიწყეს. ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ ძალიან მალე, ეთნიკურმა ებრაელებმა ქრისტიანულ რწმენაზე უარი თქვეს. ვიღაცეებმა, რა თქმა უნდა, ასიმილირება მოახდინეს რომაელებს შორის. ხოლო სხვები, იუდაიზმს დაუბრუნდნენ. საბოლოოდ გაყოფა, ნიკეის პირველი საეკლესიო კრებაზე, 325 წ. მოხდა. სწორედ მაშინ გამოცხადდა ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად, ზოგი წიგნი წმინდად გამოცხადდა, სხვები კი – არაკანონიკურად. ხოლო, ძენი სიონისანნი – «საძულველ ხალხად». იქიდან მოყოლებული, ერთი და იმავე ძირის ორი რელიგია, სხვადასხვა გზით მიდის! სხვა სიახლეები:* ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები* II მსოფლიო ომის ამოუხსნელი საიდუმლოებები* 9 რამ, რაც არ შეიძლება მშიერ კუჭზე და ის, რაც შეიძლება* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად878 3-ს მოსწონს
|