საქართველო
"ამ წუთას ეხვეწებიან კენჭი იყაროს პრეზიდენტად"- რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი
2023, 10 დეკემბერი, 15:11
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:
"ამ წუთას ეხვეწებიან რუსი ქოცები ვლადიმერ პუტინს კენჭი იყაროს პრეზიდენტად.ერთ-- ერთმა მლიქვნელმა როგორც სჩანს ვერ გაიზეპირა სათქმელი და პრეზიდენტად კენჭისყრას ევედრება იმ მოტივით, რომ ეს სჭირდება მრეწველობას. ოღონს აღარ დაუკონკრეტებია პუტინს მრეწველობისთვის ნედლეულად განიხილავს თუ დაზგად.აი ასე იცის ცხოველების ფერმამ სადაც სხვათა შორის პუტინის დიდმა მოწაფემ ივანიშვილმა ჩვენც ამოგვაყოფინა თავი."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსშტი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილეს, არტემ ჟოგას განუცხადა.
რუსული მედიის ცნობით, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებთან არაფორმალური კომუნიკაციის დროს, ბატალიონ „სპარტას“ ბატალიონის მეთაურმა, არტემ ჟოგამ ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართა, არჩევნებში კენჭი იყაროს და რუსეთის ლიდერი მის „თხოვნას დასთანხმდა“.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ არჩევნები სამ დღეს - 15 მარტიდან 17 მარტამდე - გაგრძელდება.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში აირჩიეს. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.