მუსიკა 7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჯიმი მორისონზე 2023, 8 დეკემბერი, 12:15 ![]() იგი შეეძლო ასთმას მოეკლა ჯიმს ასთმა აწუხებდა და ამის გამო იღებდა წამალ მარაქსს, რომელსაც იგი ინჰალატორის საშუალებით იღებდა. შემდგომში ეს პრერარატი აიკრძალა შეერთებულ შტატებში, რადგან ითვლებოდა, რომ ის ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს სიკვდილს იწვევდა. ევა გარდონიმ პამელა კურსონისგან გაიგო, რომ ჯიმის ასთმა მის გულთან იყო დაკავშირებული. ასე თქვა ექიმმა. ის საკმაოდ გარყვილ ქმედებებს სჩადიოდა გოგოების მიმართ მისი საყვარელი გართობის საშუალება იყო Go-go კლუბ Phone Booth-ში, სადაც ის და მისი მეგობარი ტომ ბეიკერი ეღლაბურცებოდნენ სტრიპტიზიორებს და ქვედაბოლოების ქვეშიდან უძვრებოდნენ. ჯიმის ქალი ევა ჩვეულებრივ ეხმარებოდა გოგოების გაცნობასი. "ტომი და ჯიმი გოგონებს კაბებს აძრობდნენ და რაღაცმსგავს სისულელეებს აკეთებდნენ, მერე იცინოდნენ და ერთმანეთს ზურგზე უტყაპუნებდნენ, შემდეგ კი სხვა ადგილას მიდიოდნენ კიდევ რამდენიმე ჭიქის დასალევად." ![]() გოგონა რომ "შეება", მისი ეროვნული მუსიკით ინტერესდებოდა როდესაც ის ცხოვრობდა უნგრელ ევა გარდონისთან 1969 წლის დასაწყისიდან 1971 წლის მარტამდე, უყვარდა მისი ეთნიკური ჩანაწერების მოსმენა, აღმოსავლეთ ევროპული და აფრიკული ფოლკლორის მოსმენა, ჯიმს ასევე მოსწონდა, როდესაც ევა შავი ფერის თეთრეულში იყო გამოწყობილი, თითქოს სტრიპტიზიორი იყო. ![]() ინებოდა თუ არა ახალი ჩანაწერები LA Woman-ის შემდეგ? ევას თქმით, არა. მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ჯგუფის დანარჩენ წევრებთან. ძალიან უკმაყოფილო იყო მათით. ![]() ჯიმს ჰყავდა Ford Mustang სახელად "ლურჯი ლედი".უყვარდა მაღალი სიჩქარით მოძრაობა, ეს იქნებოდა გრუნტიანი გზები, თუ გორაკებიდან დაშვება, მას უყვარდა მგზავრების შეშინება, განსაკუთრებით ის, ვინც იჯდა "სიკვდილის სავარძელში", როგორც ამას თავად ჯიმი უწოდებდა, ანუ მის გვერდზე. ბეიბ ჰილი იხსენებს, როგორ მართავდა „ლურჯ ლედის “ჯიმი, არ აინტერესებდათ საგზაო ნიშნები. ”ჩვენ ვიყავით მარჯვნივ, ბევერლი ჰილზის პოლიციის დეპარტამენტი ჩვენს უკან იყო. გამოიძახეს ევაკუატორი და ტაქსი.გადამბულობა დაიწვა. მახსოვს, ვბუბუტებდი: „ჩვენ მივქრივართ, რათა მოვკვდეთ“. ![]() თავად როკ-მუსიკოსი არ უსმენდა როკს და არ მოწონდა 'ლედ ზეპელინი' როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა ზეპელინების შესახებ, ჯიმმა უპასუხა: „სიმართლე გითხრათ, მე არ ვუსმენ როკ მუსიკას, ამიტომ არასდროს მომისმენია. მე ჩვეულებრივ ვუსმენ კლასიკურ მუსიკას ან პეგი ლის, ფრენკ სინატრას, ელვის პრესლის. მისი საყვარელი ბლუზ შემსრულებელი იყო ჯიმი რიდი და განსაკუთრებით მოწონდა სიმღერა Baby What You Want Me to Do ჯიმი შეიძლება ჯერ კიდევ 1968 წელს მომკვდარიყო 1968 წელს Doors-მა დაუკრა ამსტერდამში ევროპული ტურნეს ფარგლებში.მაშინ ჯიმი სცენაზე გაითიშა და დაეცა(ქვემოთ ფოტოზე), თუმცა შემდგომი გათიშვა სცენაზე აღარ მომხდარა. Canned Heat-ის მომღერალმა, ჯიმს აჩუქა დოპი, (ნარკოტიკების მიქსი) რომლის გადაყლაპვაც დაიწყო. შედეგად, მორისონმა დაკარგა გონება, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში, რომელსაც მონაზვნები მართავდნენ. როცა ჯიმმი გონზე მოვიდა და თვალები გაახილა, ეგონა, რომ მოკვდა და სამოთხეში მოხვდა. რადგან ის გარშემორტყმული იყო მონაზონი ქალებით, რომლებმაც, მისგან განსხვავებით, იცოდნენ, რა გააკეთა მან და რატომ მოხვდა მათთან. ![]() 79 2-ს მოსწონს
|