x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ერები, სადაც კოცნა არ არის მიღებული
image


***აღმოსავლეთ ბანგლადეშში მცხოვრებ ტომებში საერთოდ მათ ენაშიც კი არ არსებობს სიტყვა "კოცნა" ან "მაკოცე", სამაგიეროდ ამბობენ "მიყნოსე".


***როგორც კუკის ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი, ახალ ზელანდიის აბორიგენები ერთმანეთთან შეხვედრის დროს ცხვირებს უსვამდნენ ერთმანეთს და ხვრინვის მსგავს ხმას გამოსცემდნენ.


***კუნძულ სანტა-მარიაზე მცხოვრები ტუზუნცები ერთმანეთს ყნოსავენ და ისინიც ცხვირებს უსვამენ ერთმანეთს.




***კუნძულ ფუგაზე მცხოვრები პაპუასებს(ფილიპინები) მისალმებისას, ცხვირთან ან თავს ზემოთ ყოველთვის აქვთ რაიმე სურნელოვანი საგანი.


***სომალის სანაპიროსთან ახლოს, კუნძულ სოკორტაზე მცხოვრები ტომები, ერთმანეთს მისალმებისას მხარზე კოცნიან.


***ბირმელების მისალმებას nomtschi ჰქვია, რაც პირდაპირ თარგმანში "სურნელის შეყნოსვას"ნიშნავს.


***თანამედროვე იაპონიაში ძალზე ცუდ ტონად ითვლება სახალხოდ ადამიანის კოცნა, სწორედ ამიტომაა, რომ თქვენ ვერ ნახავთ კოცნას იაპონურფილმებში.იმას, რასაც მთელს მსოფლიოში იაპონური კოცნა ჰქვია ასე გამოიყურება: ერთი ნაბიჯით დაშორებული უნდა იყოთ ერთმანეთისგან, წინ წაიხაროთ და ტუჩი მიადოთ პარტნიორს, თან ტუჩები აუცილებლად მაგრად მოკუმული უნდა გქონდეთ და პირი არ უნდა გააღოთ.***

0
150
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0