ფოტოგრაფია უნიკალური საარქივო ფოტოების სერია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ! 2023, 7 დეკემბერი, 15:18
ფოტოგრაფები ისტორიკოსებს ძალიან ეხმარებიან, ისინი ფირზე ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს აღბეჭდავენ, რომლებზეც ერთი თვალის შევლებითაც მთელი ეპოქის ატმოსფერო იგრძნობა, თუმცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, წარსულის ყველაზე საინტერესო მომენტების ამსახველ კადრებს სკოლის ისტორიის წიგნებში ვერ ნახავთ, ამიტომ ამ ფოტოკრებულში გადავწყვიტე გიჩვენოთ წარსულის საინტერესო ფაქტების ამსახველი კადრები, მათ შორის როგორ გამოიყურებოდა ჯაშუშური მოწყობილობა სიბნელეში კითხვისთვის, რა მეთოდით არკვევდნენ ადამიანების ებრაულ წარმომავლობას და არა მხოლოდ... მოკლედ, თქვენ წინაშეა ისტორიული მნიშვნელობის მქონე წარსულის უნიკალური ფოტოები, რომლებიც აქამდე არსად გინახავთ.
სალმა ჰაიეკი მოცეკვავეებთან ერთად ლეგენდარული ფილმის "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" გადასაღებ მოედანზე
1973 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო იომ-ქიფურის ომი, აგრეთვე ცნობილი როგორც 1973 წლის არაბეთ-ისრაელის ომი, თავდაცვის მინისტრი დაიანი და გენერალ-მაიორი არიელ შარონი
ლულინგი, ტეხასი, ფოტოგრაფი გარი ვინოგრანდი, 1978 წელი
შონ კონერი და კრისტოფერ ლამბერტი "მთიელის" გადაღებების დროს, 1985 წელი
ჯაშუშური მოწყობილობა სიბნელეში კითხვისთვის, 1932 წელი
ეკონომ -კლასის ადგილები "Pan Am"-ზე, 1960-იანი წლების ბოლო, "Pan American World Airways"-ი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია აშშ-ს ისტორიაში, რომელიც დაარსდა 1927 წელს, როგორც "Pan American Airways"-ი და ეს სახელი 1950 წლამდე შეინარჩუნა, არსებობა კი 1991 წლის დეკემბერში შეწყვიტა
არნოლდ შვარცნეგერის პირველი შეჯიბრი ბოდიბილდინგში 16 წლის ასაკში, 1963 წელი
ფარაჰ ფეჰლევი (ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი. იმპერატორის სამი ცოლიდან ის გახლდათ ერთადერთი, რომელიც იმპერატრიცად (შაჰბანუ) აკურთხეს) ნიშნობის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს, 1959 წელი
მარტინ ლუთერ კინგი იმის გამო დააპატიმრეს, რომ თეთრკანიანთა რესტორანში არასათანადო მომსახურების გამო საჩივარი შეიტანა, 1964 წელი
მამაკაცს ებრაული წარმომავლობის დასადგენად ცხვირს უზომავენ, ჰიტლერი თვლიდა, რომ ებრაელებს არიული რასის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო დიდი ცხვირი ჰქონდათ
"ტიტანიკის" მსხვერპლთა პანაშვიდი
შენობა ორი კორეის შუაში, სადაც მაგიდის ნახევარი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე იდგა, მეორე ნახევარი კი - სამხრეთ კორეის. ეს ისტორიული შენობა მოლაპარაკებისთვის იყო განკუთვნილი
უინსტონ ჩერჩილი ჰიტლერის სავარძელში ჯდება
გერმანული იარაღი, რომლიდანაც კუთხიდან ისროდნენ
ეს მექანიკური ხელები რადიოაქტიურ მასალებთან მუშაობისთვის იყო შექმნილი, მაგრამ ეს მეცნიერი აჩვენებს, რომ ისინი იმდენად დელიკატური იყო, რომ ბავშვისთვის საფენის გამოცვლაც კი შეეძლოთ
ვიეტნამელ გოგონას ამერიკელი მფრინავი ტყვედ მიჰყვას
ალმასის მომპოვებლები ქურდობაზე შემოწმებისას ყოველდღიურად რენტგენოლოგიურ დასხივებას იღებდნენ, 1954 წელი
კაცი აინუს ტომიდან, იაპონია, 1908 წელი
ამბობენ, რომ ჯინა ლოლობრიჯიდასთან შეხვედრისას ამერიკულმა კინოს "ხატმა" მერლინ მონრომ კეკლუცურად აღნიშნა: "მე ამერიკელ ლოლობრიჯიდას მეძახიან, " რაზეც ჯინამ უპასუხა: "მე კი - იტალიელ მერლინ მონროს".
|