სხვა დროის მანქანა: თბილისი(ტიფლისი) გასული საუკუნის 20/30-იან წლებში 2023, 6 დეკემბერი, 9:55 როგორ გამოიყურებოდა ქალაქი გასულ საუკუნეში? რა შენობები და ნაგებობები იდგა ცენტრში, რა ტრანსპორტი ემსახურებოდა დედაქალაქის მოსახლეობას, როგორი იყო კულტურული ცხოვრება? მეოცე საუკუნის 20-იანი წლების თბილისი ფართობით გაცილებით მცირე იყო, ვიდრე თანამედროვე დედაქალაქი: *1922 წელს ქალაქის ფართობი 2800 ჰექტარს მოიცავდა, მათ შორის განაშენიანებული იყო 1460 ჰექტარი, დანარჩენი იყო სკვერები, ბაღები და ვენახები, სასაფლაოები და გამოუყენებელი მიწა; *1960 წელს, დამტკიცდა თბილისის ახალი საზღვრები, რომელიც მოიცავდა სოფლებს ბაგებს, ოქროყანას, დიღომს, ზემო და ქვემო ავჭალას, სოღანლუღს (ფონიჭალა), ქალაქის მთლიანმა ტერიტორიამ 26070 ჰექტარს მიაღწია, მათ შორის განაშენიანება გაიზარდა 7900 ჰექტრამდე; *1985 წელს მთლიანი ფართობი იყო 35 ათასი ჰექტარი, აშენებული 14000 ჰა. *თბილისის მთელი ინდუსტრია 20-იან წლებში ჩამოყალიბდა რევოლუციამდელ ხანაში და შედგებოდა რკინიგზის საამქროები, ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა, აგურის და კრამიტის ქარხნები, თამბაქოს, საპნის, ფეხსაცმლის ქარხნები და მოხრილი ავეჯის ქარხანა. *მაშინ თბილისი მნიშვნელოვანი იყო, როგორც კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი - უკვე არსებობდა რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის: *1818 წელს დაარსებული უნივერსიტეტი; *კონსერვატორია, დაარსებული 1919 წელს; *1922 წელს შექმნილი სამხატვრო აკადემია; *1928 წელს გაიხსნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც წარმოიშვა თსუ-ს წიაღში, როგორც ფაკულტეტი და გახდა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწესებულება; *თსუ-ის აგრონომიული და სამედიცინო ფაკულტეტები 1930 წელს გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო ინსტიტუტად. თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა ის დამოწმებული. მაგ. ევსტათი მცხეთელის, აბო ტფილელის წამებასასა და „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტებში. საქართველოს დედაქალაქის ძველი ფორმიდან, ტფილისიდან წარმოსდგება მისი სახელი მეზობელთა ენებზე. მეზობელ ქვეყნებში ძველად ტფილისი სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა. თავდაპირველად სომხურად ტფილისი „ტფღის“-ად (სომხ. Տփղիս) ჟღერდა, ბერძნულად (ბიზანტიური ხანიდან) გვხვდება „ტიფლის/ტიფლიზა“ (ბერძ. Τιφλίδα), ხოლო ლათინურად როგორც „ტიფლისი“, „ტიფლიტანა“ ასევე „ტრიფელისი“ (ლათ. Tiphlis/Tephlis/Tiphilis; Tiphlitana; Triphelis). ასევე ჟღერს თბილისის სახელი არამეულ (არამ. ܛܦܠܝܣ; תיפליס), სპარსულ (სპარს. تفلیس) და თურქულ ენებზე (თურქ. Tiflis). რუსული «Тифлис» არამეულ-სპარსულ-თურქულ ფორმას იმეორებს, მასვე მოსდევს ევროპის ენებში დამკვიდრებული „Tiflis“. საგულისხმოა ასევე თბილისი კავკასიურ ენებზე. ის ასე გამოითქმის: მეგრულად — „ქართი“, აფხაზურად — «Қарҭ» [ქართ]. რუსული ფორმა «Тифлис» დამკვიდრებული იყო 1936 წლის 17 აგვისტომდე, როდესაც სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო აგეგმვის და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ბიუროს წარდეგნისა დამტკიცებულ იქნა ქალაქის სახელის ახალი ფორმა. რუსული ფორმა «Тбилиси», რომელიც წარმოადგენს ქართული ახალი სახელწოდების სახელობით ფორმას, თანდათან დამკვიდრდა და განმტკიცდა რუსულ ლიტერატურაში. რაც შეეხება ქართული სახელწოდების ძველ ფორმას მას რამდენიმე ხანი კვლავაც იყენებდნენ. 1937 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ქალაქის დღევანდელი სახელწოდება — თბილისი. 254 2-ს მოსწონს
|