x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თავაშვებული იმპერატრიცების მანკიერი მხარეები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
image


ხელისუფლებაში მყოფი ქალბატონების პირადი ცხოვრება საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. რა სისუსტეები ეხმარებოდა ან უშლიდა ხელს რუსეთის იმპერატრიცებს ქვეყნის მართვაში? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.



ეკატერინე I


image


პეტრე I-ს ტრაბახი უყვარდა, რომ მის მეუღლეს ნებისმიერ კარგ მსმელ მამაკაცზე უფრო მეტის დალევა შეეძლო. ის ხშირად აწყობდა ქეიფებს, რომელიც მხოლოდ მაშინ მთავრდებოდა, როცა ბოლო სტუმარი სუფრის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ეს რუსეთის პირველ იმპერატორს მეტისმეტად სახალისოდ ეჩვენებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატრიცა მისი საყვარელი მეუღლე ეკატერინა ალექსეევნა გახდა, ქალწულობის გვარით მარტა სკავრონსკაია. მას არ შეეძლო უზარმაზარი იმპერიის მართვა და ყველაფერში თავის მეგობარსა და მრჩეველს ალექსანდრე მენშიკოვს ეყრდნობოდა, თუმცა იმპერატრიცა სიამოვნებაზე საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა. ძლიერი სასმელების ბოროტად გამოყენებამ მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.




ანა იოანეს ასული


image


პეტრე I-ის ძმისშვილი კურლანდის გაღატაკებულ საჰერცოგოში იმდენ ხანს ცხოვრობდა, რომ რუსეთის იმპერატრიცად გახდომის შემდეგ შეუზღუდავი ძალაუფლებისგან თავი მთლიანად დაკარგა. მან თავისთან მყისიერად დაიბარა საყვარელი ბირონი და საზოგადოებრივი საქმეების მართვა პრაქტიკულად შეწყვიტა. მის საყვარელ გართობას ბანქოს თამაში, ყვავებზე ნადირობა და ჭორების შეგროვება წარმოადენდა, ამიტომ სპეციალურად დაქირავებული ქალების მთელი ბრბო ეზო - ეზო დაძრწოდა, რომელიც ყველას უსმენდა და თვალყურს ადევნებდა, რათა მოგვიანებით ყველაფერი იმპერატრიცასთვის დეტალებში მოეთხრო. ანა იოანეს ასულს ქუსლების ფხანვასთნ ერთად ასევე ზღაპრებისა და სახალისო ისტორიების მოსმენაც უყვარდა, და ეს კიდევ არაფერი, ის ყველა იმ ადამიანის მიმართ საოცარ სისასტიკეს იჩენდა, ვინც მას რაიმე ნიშნით არ მოეწონებოდა.


image


ანა იოანეს ასულის ბოროტი ხუმრობის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი, პრინცი გოლიცინია, რომელიც ჯერ კლოუნად აქციეს, შემდეგ კი ჯუჯაზე დაქორწინება და ყინულის სახლში ღამის გათევა აიძულეს.





ელისაბედ პეტრეს ასული



image


პეტრე დიდის ქალიშვილს გასაოცარი უნარი ჰქონდა სახელმწიფო საქმიანობა გართობის სიყვარულთან შეეთავსებინა. მეჯლისების, მასკარადებისა და სხვა გართობების მოყვარულს ძალაუფლება ხელში მყარად ეჭირა. მოდის დიდი მოყვარული, ელისაბედი I ამ სფეროში მეტოქეებს ვერ იტანდა. არ შეიძლებოდა იმპერატრიცაზე უფრო ძვირიანი და მდიდრული კაბებისა და სამკაულების ტარება, ასევე იკრძალებოდა მისი მსგავსი ვარცხნილობის გამეორებაც. მას შეეძლო ზედმეტად თავხედი ფრეილინასთვის ყურებიდან საყურეების ჩამოგლეჯა ან მისთვის სახეში სილის გაწვნა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ელისაბედი საზოგადოებისთვის საეჭვო პიროვნებად ითვლებოდა. მისი მმართველობის პირველ და ყველაზე სერიოზულ ცოდვად კი ჩვილი ივანე VI-ის დაპატიმრება იქცა.




ეკატერინა II დიდი


image



მოწესრიგებულ და მომთმენ ეკატერინეს საკუთარი სურვილების გაკონტროლება ისე შეძლო როგორც სხვას არავის. მან საკუთარი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების შესახებ ბრწყინვალედ იცოდა, თუმცა თავის სურვილებს ის ყოველთვის თოკავდა. საკვებსა და სასმელში ზომიერი, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოკრძალებული, ფორმაში ყოფნას ყოველთვის ცდილობდა. ადრე დგებოდა და ბევრს მუშაობდა.


image


იმპერატრიცას სისუსტეს მხოლოდ ლამაზი და ახალგაზრდა მამაკაცები წარმოადგენდნენ, თუმცა ის მათ ფასს ყოველთვის ხვდებოდა და ნიჭიერი ახალგაზრდების შესაძლებლობებს მხოლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ იყენებდა.








0
285
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
285