ასტროლოგია მამაკაცების კომპლექსები მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 2023, 28 დეკემბერი, 12:19 ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.
მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია. ყველა ადამიანს გამონაკლისის გარეშე აქვს მისი სუსტი წერტილი. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ერთი შეხედვით ძლიერ და სასტიკ მამაკაცსაც, სულის სიღრმეში, შეიძლება აწუხებდეს ჭარბი წონა ან ცუდი ვარცხნილობა. მოდით, ვნახოთ ზოფიაქოს ნიშნის მიხედვით რისი კომპლექსები აწუხებთ მამაკაცებს. მამაკაცების კომპლექსები მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით1. ☞ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) - "მე საუკეთესო ვარ" - ვერძისთვის ყველაზე მთავარია ყველგან და ყოველთვის პირველი იყოს; თუ ეს არ მოხდა, მაშინ ისინი დეპრესიაში ჩავარდებიან. 2. ☞ კურო (20 აპრილი - 21 მაისი) - "ოღონდ სიურპრიზები არა" - კურომ უნდა აკონტროლოს თავისი ცხოვრება და წინასწარ დაგეგმოს ყველაფერი. თუ გსურთ გააგიჟოთ, მაშინ იყიდეთ შემდეგი კვირის მოგზაურობის ბილეთები და იცოდეთ, რომ სკანდალი გარანტირებული გექნებათ. 3. ☞ ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) - "პატივს არ მცემ?" - ამ ნიშნის წარმომადგენელს სჭირდება პატივისცემა და მისით აღტაცება. მისი სიტყვები მუდამ მართალია და თუ უთხარით, რომ რაღაცაში შეცდა, მის ღრმა გრძნობებს შეურაცხყოფთ. 4. ☞ კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი) - „ერთი ნაბიჯი წინ და ორი უკან“ - ის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნიშანია; იმდენად არის დამოკიდებული სხვა ადამიანების მოსაზრებებზე, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება პირდაპირ დამოკიდებულია საზოგადოების კრიტიკასა და შეფასებაზე. 5. ☞ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო) - "მეფე, უბრალოდ მეფე" - ლომს ყოველთვის სჭირდება ყურადღების ცენტრში ყოფნა, ისინი იმდენად დარწმუნებულნი არიან თავიანთ ექსკლუზიურობაში, რომ არ მოითმენენ მისდამი სხვა დამოკიდებულებას. 6. ☞ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) - "ჩემი არ გჯერა?" - ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად კომპლექსდებიან თავინთი გარეგნობის და ან საზოგადოებაში ყოფნისას ქმედებების და მოქცევის გამო. თავდაჯერება აკლიათ. 7. ☞ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) - "უბრალოდ ნუ იჩხუბებ" - სასწორები არიან ისინი, ვინც ცდილობენ მშვიდობის დამყარებას მთელ მსოფლიოში. მაგრამ ამავე დროს, მათ ეშინიათ ცვლილებებისა და ყველაფრის ახლიდან დაწყების. 8. ☞ მორიელი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) - "არავის ვუყვარვარ" - რაც არ უნდა გულგრილად და ცივად გამოიყურებოდნენ მორიელები გარეგნულად, შინაგანად ისინი ძალიან მგრძნობიარე და სენტიმენტალურები არიან. 9. ☞ მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - "ჩემი ბრალი არ არის" - მშვილდოსნებს არ უყვართ წაგება და თუ მოულოდნელად მის წარუმატებლობას შეესწრებით, მაშინ იცოდეთ, რომ ის არასოდეს აღიარებს, რომ დამნაშავე იყო. 10. ☞ თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - "ყველაზე სულიერი" - ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და ყველაზე მეტად ეშინიათ საყვარელი ადამიანების დაკარგვის და მარტო დარჩენის. 11. ☞ მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - "მე უკეთ ვიცი" - მერწყულს ძალიან უყვარს სხვების წინაშე თავის ქება და დაეხმარება მას თითქოს ვინც თანხმდება, რომ ის "ყველაზე ჭკვიანია". 12. ☞ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) - "ყველაფერი მითხარი?" — თევზებს ყველაზე მეტად ეშინიათ, რომ სხვებს არ მიემსგავსონ ან მიბაძონ. მეორე ნახევრებისგან ითხოვენ ყველაფერის დეტალებში მოყოლას. 269 3-ს მოსწონს
|