x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წესიერება სულ დაივიწყეს!": 9 საუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებმა არაერთხელ უარყვეს
image


სამეფო ოჯახის წევრობა საკმაოდ მძიმე ტვირთია. თავადაც მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის დადგენილი პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს განაწესი კარნახობთ, თუ როგორ იკვებონ, როგორ ჩაიცვან ან საზოგადოების წინაშე როგორ მოიქცნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მრავალი ეს წესი მოძველდა, რის გამოც დღეს უკვე სამეფო ოჯახის წევრები ყველანაირად ცდილობენ მათ თავი შეძლებისდაგვარად აარიდონ. როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახის წარმომადგენელ ქალბატონებს ბიკინის საჯაროდ ტარება ეკძალებათ, თუმცა პირველად ეს წესი პრინცესა დაიანამ დაარღვია, შემდეგ კი, პაპარაცებმა პრინც უილიამის ჯერ კიდევ საცოლის, ქეითის საცურაო კოსტიუმში დაფიქსირება მოახერხეს.


image


რაც შეხება სამეფო ოჯახის წევრ მამაკაცებს, ისინი როგორც წესი, ბეჭდებს არ ატარებენ, ქალებს კი, საქორწინო სამკაულის თავად არჩევა ეკრძალებათ, თუმცა ბეჭედი, რომელიც თავს კემბრიჯის ჰერცოგინიას თითზე იწონებდა დაიანამ თავად შეარჩია. პრინცი ჰარი სამეფო ოჯახში პირველი მამაკაცი გახლავთ, რომელმაც საქორწინო ბეჭდის ტარება დაიწყო, მანამდე ეს არც მის ბაბუას, არც მამას და არც მის ძმას არ გაუკეთებია.


image


საშობაო წვეულებაზე სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალს გამოჩენა ეკრძალება. დედოფალი გამონაკლისს მხოლოდ შეფ - მზარეულებისთვის უშვებდა.


image


საკუთარ ქორწილში საჯაროდ, სიტყვის წარმოთქმა აკრძალულია, ყველაფერი ტრადიციულ ტექსტს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა პრინცესა დაიანამ, ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლმა ქორწილზე ის სიტყვა წარმოსთქვეს, რაც საჭიროდ თავად ჩათვალეს.



image


საზოგადოების წინაშე გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა არ შეიძლება, ამ დროს მუხლები აუცილებლად დაფარული უნდა იყოს, ამ წესს აწ გარდაცვლილი ელისაბედ დედოფალი ყოვეთვის იცავდა, ისევე როგორც თავად ქეითი, ხოლო აი, მეგან მარკლი კი ამ პროტოკოლს ყოველთვის არღვევდა.


image


სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ქალბატონებმა სხეულზე მომდგარი კაბები და ქვედაბოლოები უნდა ატარონ, თუმცა ქეით მიდლტონმა გადაწყვიტა ამ აკრძალვისთვის თავი აერიდებინა, რაც კემბრიჯის ჰერცოგინიას საკმაოდ ძვირი დაუჯდა.


image


სამეფო ოჯახის წევრებს პოლიტიკაში ჩარევა ეკრძალებათ, თუმცა ერთხელ პრინც ჩარლზს ამის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.


image


ქალებს კოლგოტის ტარება ყოველთვის მოეთხოვებათ. ისინი საზოგადოების წინაშე შიშველი ფეხებით არ უნდა გამოჩნდნენ, თუმცა მეგან მარკლი ამ წესს ყოველთვის საკმაოდ ძველმოდურად და არასაჭიროდ თვლიდა.


image


სამეფო ოჯახის წევრები განქორწინებულებზე არ უნდა დაქორწინდნენ, თუმცა პრინც ჩარლზმა და მისმა ვაჟმა ჰარიმ ამ წესის წინააღმდეგ წასვლა მაინც შეძლეს.


image









0
380
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
380