x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სრულიად სამარცხვინო, არაადამიანური და უბრალოდ ბანდიტური დამოკიდებულებაა" - რას წერს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატისა და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ლუკა კურტანიძის ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე არ დაშვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფედერაციისა და სახელმწიფოს მხრიდან მისდამი ასეთ ცინიკურ დამოკიდებულებას "არაადამიანურსა" და "ბანდიტურს" უწოდებს:


"ძალიან ბევრი "ახია ამაზე" შემიძლია ჩემი პოზიციის კაცმა დავწერო ამაზე, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ. სრულიად სამარცხვინო, არაადამიანური და უბრალოდ ბანდიტური დამოკიდებულებაა ფედერაციის და სახელმწიფოს მხრიდან. ნაძირლები."- წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ამ თემასთან დაკავშირებით თავად ლუკა კურტანიძის პოსტს აზიარებს:



"დღეს ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო ყრილობა დაიწყო, რომელიც ახლა მიმდინარეობს, როგორც მსოფლიო ჩემპიონს რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები ... არ ვიცი ალბათ მქონდა ამის უფლება?... რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე... ამ კუთხით მაინც ვთვლი რაღაც შევძელი.... იმის ღირსი მაინც ვიყავი ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ.... იმდენი ადამიანის წინაშე მაინც /არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა მეტი არაფერი./ თუმცა....


ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა რა გინდა აქ... და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი შემდეგ დაუძახა გენ მდივანს და... ბატონ თამაზს მითითება მისცა და გენერალურმა მდივანმა მითხრა არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა / ასე უფრო მეტად რბილად ავღნიშნავ/ დავიბენი... რადგან არ ველოდი... შემრცხვა... ძალიან დავმცირდი.... !ძალიან მეტკინა... რაღაც ვთქვი... და წამოვედი...!


ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული... დიახ თქვენიდან ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქმდე ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა ....მე სხვა საზღური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი რომ ასე მამცირებენ?! იქაც... სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!!


მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია.... მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი ... ალბათ ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის ❤️ ისე განვიცადე ეს უსამართლობა რომ ახლა ვასწორებ ჩემს დაბნეულ და არეულ აზრს.... მაპატიეთ... უბრალოდ ბოლოს ვიტყვი მე ვღებულობ გეგა გეგეშიძიდან დღეს ჭიდაობის ფედერააციის პრეზიდენტისგან მისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას....!


მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე... მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის წინაშე რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ.... ვერ მივიღებ რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაწყოფის დავიწყებით იმაზე მეტს ვეტყოდი ვიდრე გაიგო ....მაგრამ არ გამოვიდა... მე ვიღებ ამ გამოწვევას!" - წერს ლუკა კურტანიძე.


შეგახსენებთ, რომ ერთ დროს "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს გუშინდელ, 30 ნოემბრის ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. სოციალურ ქსელში მან აღნიშნულ ფაქტს ვრცელი პოსტიც კი მიუძღვნა.










0
439
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
439