ჰოლივუდის მსახიობებისთვის ეროტიკული სცენები უჩვეულოდ არ ითვლება. ის მსახიობებიც კი, რომლებმაც ოსკარი მოიპოვეს, არ მსგავს სცენებში მონაწილეობას, თაკილობენ, თუ ამას მათი როლი მოითხოვს. რა თქმა უნდა ბევრი იყენებს დუბლიორის დახმარებას მსგავსი სცენებისთვის, თუმცა ეს ამ სიაში მყოფ მსახიობებს არ ეხებათ:
1. ჰოლი ბერი- “პაროლი: ხმალთევზა"
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლი ბერიმ მიიღო ნახევარი მილიონი დოლარი, რათა გამოჩენილიყო მკერდი ფილმში “პაროლი: ხმალთევზა". და ეს არის 2, 5 მილიონი დოლარის ჰონორარის გარეშე, რაც მას უკვე გადაუხადეს. ზოგიერთ კრიტიკოსზე ამ სცენამ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და მიიჩნიეს იაფფასიან ტრიუკად, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ფილმის სიუჟეტზე. ეს შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ ეს ჰოლივუდია და სცენის გარშემო აჟიოტაჟი საკმარისად დიდი იყო იმისათვის, შემოსავალი გაყიდვებიდან კარგად მიეღოთ.
2. შერონ სტოუნი- “ძირითადი ინსტინქტი"
ყველაზე ლეგენდარული სცენა ამ ფილმიდან სამუდამოდ რჩება კინოს ისტორიაში. შერონ სტოუნის ცნობილმა დაკითხვის სცენაზე ალბათ უფრო მეტმა მოზარდმა დააჭირა პაუზის ღილაკს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფილმზე ისტორიაში. ფილმში შერონ სტოუნს პოლიციაში დაკითხვისას თეთრი კაბა ეცვა და ერთ მომენტში ორაზროვნად გადააჯვარედინა ფეხები. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ეს კონკრეტული სცენა გახდა განმსაზღვრელი პოპ მომენტი კულტურაში და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მღელვარე სცენად. შერონ სტოუნმა თქვა, რომ არც კი იცოდა, რომ აჩვენა ის, რაც აჩვენა ფილმში. მან აღიარა, რომ ხელი გაარტყა ფილმის რეჟისორს, როდესაც ნახა ფილმის პირველი სამუშაო ნიმუში.
3. იზაბელა როსელინი- “ლურჯი ხავერდი''
იზაბელა როსელინი ყველა დროის ერთ-ერთი კლასიკური კინემატოგრაფიული ლამაზმანია. იტალიელი მსახიობი დევიდ ლინჩის ფილმში „ლურჯი ხავერდი“ სრულიად გაშიშვლდა. ფილმი 1980-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს ფილმად ითვლება. როსელინი თამაშობს დოროთი ვალენსის როლს, რომელსაც დენის ჰოპერი გაიტაცებს და უცნაურ კრიმინალურ სიტუაციაში აღმოჩნდება. ფილმში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ირეალური და უცნაური სასიყვარულო სცენა კინოს ისტორიაში.
4. ევა გრინი- “მეოცნებენი"
ევა გრინი ნამდვილი ჰოლივუდის ვარსკვლავია, რომელმაც ითამაშა ბლოკბასტერებში, როგორიცაა “კაზინო როიალი" და “300 სპარტანელი: იმპერიის აღზევება" თუმცა, მისი ერთ-ერთი ადრეული ფილმი იყო საკულტო ჰიტი “მეოცნებენი", რომელშიც შედგა მისი პროვოკაციული დებიუტი. პირველივე როლში ის სრულიად შიშველი გამოჩნდა და კინოს სამყაროში დიდი ფურორი მოახდინა. ფილმი კინოთეატრებში და შეფასდა NC-17 რეიტინგით.
5. ანჯელინა ჯოლი- “სიცოცხლეზე მონადირე"
ანჯელინა ჯოლი შიშველი გამოჩნდა ბევრ ფილმში მას შემდეგ, რაც სუპერმოდელი, გია კარანჯის როლი შეასრულა, სატელევიზიო ფილმში მისი ცხოვრების შესახებ. მაგრამ მისი როლი ფილმში “სიცოცხლეზე მონადირე", ისტორიაში დარჩება, როგორც მისი ყველაზე პროვოკაციული სცენა. სცენა იმდენად სექსუალური იყო, რომ საუბარი იყო ფილმისთვის NC-17 რეიტინგის მინიჭებაზე, მაგრამ საბოლოოდ ფილმის კატეგორია დაეცა უფრო მოკრძალებულ R რეიტინგამდე.
6. შენონ ელიზაბეთი- “ამერიკული ნამცხვარი"
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თინეიჯერული კომედია, სადაც ბევრი დასამახსოვრებელი სცენაა - ზოგიერთი მათგანი გულისხმობს ხელნაკეთი დესერტების არასათანადო გამოყენებას. თუმცა, ყველაზე ცნობილ სცენაში, სტუდენტს, სახელად ნადიას, თამაშობს შენონ ელიზაბეთი. ფილმში არის სცენა სადაც ჯიმი (ჯეისონ ბიგსი) მის შებმას ცდილობს. ის, რაც შემდეგ მოხდება, ჯიმისთვის ძალიან სამარცხვინოა და კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მომენტია.
7. მაიკლ ფასბენდერი- “სირცხვილი"
მაიკლ ფასბენდერი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობია. თუმცა, ყველაზე შოკისმომგვრელი და დასამახსოვრებელი იყო მისი როლი 2011 წელს ფილმში "სირცხვილი". ეს არის ამბავი მამაკაცზე, რომელიც ცდილობს დამალოს სექსზე დამოკიდებულება. ფილმში არის რამდენიმე სცენა, სადაც მაიკლ ფასბენდერი სრულიად შიშველია. განსაკუთრებით ერთი სცენა გამოირჩევა იმ ტრავმით, რომელსაც ის განიცდის ქალთან ინტიმური ურთიერთობის მცდელობის შემდეგ, რომლის მიმართაც რეალურად აქვს გრძნობები. ეს იყო თამამი არჩევანი ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავისთვის.
8. ქეით უინსლეტი- “ტიტანიკი"
ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ფილმში გამოჩნდა ქეით უინსლეტი სრულიად შიშველი სცენაში, სადაც ჯეკი მას ხატავს. ამ სცენამ ტიტანიკი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად აქცია.