x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355474
  • სურათი:507980
უცნობი ლედი დი: 11 უნიკალური ფოტო პრინცესას პირადი არქივიდან

image


პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან უკვე 26 წელი გავიდა, თუმცა უელსის პრინცესა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პერსონად მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის რჩეული ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, მისი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი საზოგადოებისთვის მაინც შეუმჩნეველი დარჩა. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ლედი დის პერსონალური კოლექციის უნიკალური ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ის სულ სხვაგვარად გამოიყურება - არა ისე, როგორსაც მას ხშირად ტაბლოიდურ ჟურნლებსა თუ საარქივო ტელე - გადაცემებში ვხედავდით.


image


პრინცესა დაიანა ისტორიაში არაორდინალურ და უნიკალურ პიროვნებად დარჩა. ზოგიერთი მას ღვთაებად თვლიდა, ზოგიც კი გაწაფულ მანიპულატორად, რომელსაც მხოლოდ ყურადღების მიპყრობა და საზოგადოების საყოველთაო სიყვარულის მოპოვება სურდა, თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო, უნდა ვაღიაროთ რომ დიანა გამორჩეული ადამიანი იყო, რომელმაც მოახერხა რომ მთელს მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა და სქესისა თავი თავდავიწყებით შეეყვარებინა, ხალხის "გულების დედოფლად" შერაცხული ლედი დი ერთ - ერთ ინტერვიუში იტყვის:


image


"მე ვისურვებდი გავმხდარვიყავი თქვენი გულების დედოფალი, მაგრამ ამ სახელმწიფოს დედოფლად თავი ვერ წარმომიდგენია…", და რიგითი მოკვდავებისთვის ის იქცა კიდეც ასეთად... 1997 წლის 31 აგვისტოს, დაიანა თავის ახალ სიყვარულთან დოდი ალ–ფაიედთთან პარიზში იმყოფებოდა. ოფიციალური ვერსიით, ისინი პაპარაცებმა შეამჩნიეს და ავტომობილს აედევნენ, რა დროსაც მანქანის მძღოლმა სიჩქარე ვერ დაიმორჩილა და ტრაგედიაც დატრიალდა. მძღოლი და დოდი ადგილზე დაიღუპნენ, დაიანა კი საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა.


image


ლედი დი მთელმა ბრიტანეთმა და მსოფლიომ დაიტირა. ის სულ რაღაც 36 წლის იყო. დაიანას დაკრძალვის დღეს ლონდონი ყვავილებში ჩაეფლო. პრინცესას სიკვდილმა მთელი მსოფლიო შეძრა. ხალხთა "გულების დედოფლის" დაკრძალვის ცერემონიის ტელეტრანსლაციას მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 32 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა, მთელს მსოფლიოში კი მაყურებელთა რაოდენობა რამდენჯერმე მეტი იყო. ახლა კი გთავაზობთ 11 უნიკალურ ფოტოს პრინცესას პირადი არქივიდან, სადაც ყველასთვის საყვარელი ლედი დი სულ სხვაგვარად გამოიყურება.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
580
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
580