ფოტოგრაფია მედლის მეორე მხარე: გასული საუკუნის გერმანელების ცხოვრების უცნობი მხარეები გიუნტერ ცინტის ფოტოობიექტივში 2023, 28 ნოემბერი, 16:39 გასული საუკუნის ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა - გიუნტერ ცინტმა აღიარება 60-იანი წლების ჰამბურგის საზოგადოების ატმოსფერული ფოტოების გადაღებით მოიპოვა. მეძავები, პოლიციელები, ჰიპები და დემონსტრანტები, ვის აღარ შეხვდებით მის ნამუშევრებზე, გიუნტერი თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელს ერთნაირი ინტერესითა და სიხშირით იღებდა. ხელოვანი ფიქრობდა, რომ შინაარსი ფორმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც მის თითოეულ კადრშიც იგრძნობა.გერმანელი ფოტოგრაფი გიუნტერ ცინტი 1941 წლის 27 ივნისს ქალაქ ფულდაში დაიბადა. 1959 წელს მან სტაჟირება ფრანკფურტის გერმანულ საინფორმაციო სააგენტო - "Deutsche Press - Agentur"-ში გიარა, სადაც ფოტოჟურნალისტისა და რედაქტორის საქმიანობას დაეუფლა, ახალგაზრდა ხელოვანი ჟურნალ "Twen"- ის რეპორტიორად მუშაობდა, 1962-1944 წლებში შვედეთსა და ინგლისში მოგზაურობის შემდეგ კი, მშობლიურ გერმანიას დაბრუნდა და ჰამბურგში დასახლდა.ფოტოგრაფის ობიექტივი ყოველთვის იქ იყო, სადაც საზოგადოებას ყველაზე მეტად უჭირდა, თუმცა ცნობადობა მას მაინც ჰამბურგის კლუბ "Star-Club"- ში 1964-1969 წლებში ცნობილი ადამიანების გადაღებამ მოუტანა. დაწესებულება სანკტ-პაულის რაიონში მდებარეობდა, რომელიც წითელი ფარნების კვარტალსა და ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ რეპერბანის კლუბებში დაიწყეს ასევე საკუთარი მუსიკალური კარიერაც ყველასთვის საყვარელმა "ბითლზებმაც". გთავაზობთ ფოტოგრაფის ყველაზე შთამბეჭდავ და ატმოსფერულ ფოტოკადრებს, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლების ჰამბურგში გამოგზაურებთ.ჯგუფ "ბითლზის" გულშემატკივრები შუა წვიმაში ცრემლებმორეულნი ჰამბურგის სადგურზე საკუთარ კერპებს სულმოუთქმელად ელიან, სადაც მუსიკოსები 1966 წლის 26 ივნისს გერმანიის ბოლო ტურნეს ფარგლებში გამოსვლას აპირებდნენ.მეძავი და აქტივისტი დომენიკა ანიტა ნიჰოფიძაღლების სკოლა, სანქტ - პაულის კვარტალიპროტესტი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგმისი აღმატებულება თავად გიუნტერ ცინტი და დომენიკა ანიტა ნიჰოფიჯონი და იოკო პრესკონფერენციაზე, 1969 წელიჯიმ მორისონიფრენკ ზაპაჯიმი ჰენდრიქსი "Star-Club"-შიჯონ ლენონი შავი კომედიის ჟანრის ფილმის "როგორ მოვიგე ომის" გადასაღებ მოედანზე, 1966 წელი
487 შეფასება არ არის |