სხვა ძველი რომის ყველაზე უცნაური და შოკისმომგვრელი კანონები, რომლებიც მეტყველების უნარს წაგართმევთ 2023, 28 ნოემბერი, 12:45
ძველი რომი თავისი აღზევების პერიოდში მთელს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ და მოწინავე სახელმწიფოდ ითვლებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მის ტერიტორიაზე მოქმედებდა ისეთი უცნაური და ასურდული კანონები, რომლებიც დღესაც კი საკმაოდ შოკისმომგვრელად გამოიყურება და ამაში თავადაც დარწმუნდებით.
1. იასამნისფერი სამოსის ტარება მკაცრად იკრძალებოდა
რომაელები ძირითადად, შალის ქსოვილის დიდ ნაჭერს - ტოგას ატარებდნენ. ტოგა შეიძლებოდა ყოფილიყო თეთრი, რომელსაც ზედ ფერადი ორნამენტი ან ოქროს ზოლები ექნებოდა. მგლოვიარეები არჩევანს ნაცრისფერ ან შავ ტოგაზე აკეთებდნენ, თუმცა ნებისმიერი ფერის არჩევა შეიძლებოდა, გარდა იასამნისფერისა, ვინაიდან ამ ფერის ტოგას ატრება მხოლოდ იმპერატორს შეეძლო.
2. ღრეობების გამართვა მკაცრად იკრძალებოდა
იმ დროს ძალზედ გავრცელებული იყო კანონი, რომელიც ავეჯთან, ტანსაცმელთან და საკვებთან დაკავშირებით დაგადაჭარბებულ ფუფუნებას ეწინააღმდეგებოდა და ამ ფაქტს გაიუს ორქიდეის კანონიც ადასტურებს. 181 წლიდან დიდი ნადიმების გამართვაც იკრძალებოდა. ნებადართული იყო მხოლოდ სამი სტუმრის მიღება, ხოლო დღესასწაულებზე - არაუმეტეს ხუთისა.
3. დაკრძალვის დროს ტირილი აკრძალული იყო
ძველ რომში დაკრძალვა ერთგვარ დღესასწაულს ჰგავდა. მაშინდელი კანონების მიხედვით, ცხედრის დაწვამდე ან დაკრძალვამდე გარდაცვლილი მთელს ქალაქში უნდა მოეტარებინათ. მსვლელობას წინ მუსიკოსები, მგლოვიარეები და მომღერლები უძღოდნენ, მსახიობები კი სხვადასხვა კომიკურ სცენებს ასრულებდნენ. რაც უფრო კეთილშობილი და პატივცემული იყო გარდაცვლილი, მით უფრო მეტ მგლოვიარეს ქირაობდნენ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. სრულიად უცნობი ქალები, რომლებიც არც კი იცნობდნენ გარდაცვლილს, თმას იგლეჯდნენ, ბოლო ხმაზე მოთქვამდნენ და ლოყებს იხოკდნენ, რათა მწუხარება ეჩვენებინათ. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ დაკრძალვაზე ტირილი აიკრძალა, რათა ხალხს ასეთი მსახიობები არ დაექირავებინათ.
4. მამას შეეძლო საკუთარი ქალიშვილის საყვარელი სრულიად კანონიერად მოეკლა
ძველ რომში მკვლელობა აკრძალული იყო, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენდა შემთხვევა, როცა მამა საკუთარ ქალიშვილს საყვარელთან ერთად შეუსწრებდა. ამ შემთხვევაში მას დამნაშავის მოკვლა აბსოლუტურად კანონიერად შეეძლო, მხოლოდ მანამდე ჯერ მას ორივე მათგანი სახლში უნდა გამოეკეტა და რაც შეიძლება მეტი მეზობლისთვის დაეძახა, რათა ღალატის ფაქტი რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა.
5. შვილებს სრულიად ლეგალურად შეეძლოთ ტყავის ჩანთაში მშობლების მკვლელის ცხოველებთან ერთად დახრჩობა
ასე ისჯებოდნენ ის რომაელები, რომლებიც ახლო ნათესავების მკვლელობას ჩადიოდნენ. ამასთან, ადამიანებს სრულიად განსხვავებული დანაშაულისთვის ახრჩობდნენ და თან საკმაოდ ხშირადაც, ხოლო უშუალოდ ნათესავების მკვლელობისთვის დამნაშავეებს ჩანთაში როგორც წესი, ძაღლს, გველს ან მაიმუნს უსვამდნენ, ვინაიდან უძველესი რწმენის თანახმად, ითვლებოდა, რომ ეს ცხოველები ძალიან ცუდად ექცეოდნენ საკუთარ მამებს, და საერთოდაც, იმ პერიოდში ტომრით დახრჩობა ადამიანის სიცოცხლის წართმევის უაღრესად დამამცირებელ და უღირს გზად ითვლებოდა. არისტოკრატებს, როგორც წესი, სულ სხვაგვარად სჯიდნენ.
6. მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს თმა წითლად ან ქერად უნდა შეეღებათ
ძველ რომში ოფიციალური ბრძანება არსებობდა რომლის მიხედვითაც ყველა "სიყვარულის ქურუმს" თმა აუცილებლად წითლად ან ქერად უნდა შეეღება, რათა პატიოსანი შავგვრემნებისგან მათი გარჩევა ადვილი შესაძლებელი ყოფილიყო.
7. თვითმკვლელობის ჩასადენად სენატის ნებართვა იყო საჭირო
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაშინ მოქალაქეებს საკუთარი სურვილის მიხედვით თვითმკვლელობის ჩადენა ეკრძალებოდათ. თუ ადამიანს სიკვდილი სურდა, მას ამისთვის ჯერ სენატისთვის უნდა მიემართა და ის მიზეზები აღეწერა, რამაც ის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
8. მამას უფლება ჰქონდა საკუთარი შვილები მონებად სამჯერ გაეყიდა
იმ პერიოდში ოჯახის უფროსი ძალიან პატივსაცემ ადამიანად ითვლებოდა. კერძოდ, მას უფლება ჰქონდა, თავისი შვილები დროებით მონებად გაეყიდა, ასევე ცნობილია, რომ მამას შეეძლო თავისი ვაჟის ან ქალიშვილის მონობიდან სრულიად კანონიერად გამოხსნაც.
9. ქალს სახლიდან წასვლა სამი დღით შეეძლო
იმ პერიოდში სამი სახის ქორწინება არსებობდა. პირველი ორი ფორმალური ქორწინების თანამედროვე მოდელის მსგავსი იყო, ხოლო მესამე ტიპი გულისხმობდა, რომ წყვილი ცოლ-ქმრად ქორწინებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ცხადდებოდა, ანუ ეს გახლდათ ერთგვარი "საცდელი პერიოდი", რომლის დროსაც ორივეს შეეძლო ერთმანეთს დაკვირვებოდა და გაეგო ღირდა თუ არა საკუთარი ბედის ოფიციალურად ერთმანეთთან დაკავშირება, ამასთან თუ წლის განმავლობაში ქალი მომავალი ქმრის სახლიდან სამ დღეზე და სამ ღამეზე მეტი ხნით მიდიოდა, მაშინ ათვლა თავიდან იწყებოდა.
10. ოჯახის თავს საკუთარი ოჯახის წევრების დახოცვა შეეძლო
ოჯახის თავს შეეძლო თავად გადაეწყვიტა, მოეკლა თუ არა საკუთარი ქალიშვილი ქმრის ღალატისთვის, ვაჟი - დანაშაულისთვის, ცოლი კი ცოლ-ქმრული ღალატისთვის.
|