საინტერესო კადრები ისტორიებით, რომლებიც დაგაინტერესებთ:
1. არა, ესენი კუ კლუქს კლანის წევრები არ არიან, ასე ტარდებოდა სილამაზის კონკურსი საფრანგეთში 1925 წელს, ახალგაზრდა გოგონები კონკურსის მონაწილეები არიან, ხოლო თეთრ ფორმაში გადაცმულები კი ჟიურის წევრები, მათ სახე აქვთ დამალული, რაც იმას ნიშნავს რომ ჟიურის მოსყიდვას ვერ შეძლებდნენ.
2. დიდი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინ კატა სახელად მურკა, მოცეკვავეებთან ერთად, 1970-იანი წლების ბალეტის „სერენადის“ რეპეტიციაში მონაწილეობს. ბალანჩინისთვის ის უბრალოდ კატა არ იყო, ის იყო მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე, რომელსაც გამოჩენილმა ქორეოგრაფმა მოახერხა გაწვრთნა entre-chats, pas de chats და grand jete-ს შესასრულებლად.
3. ოცზე მეტი არქიტექტორი დაესწრო 1931 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების მეჯლისს თავიანთი დაპროექტებული შენობების ფორმებით. მარცხნიდან მარჯვნივ: სტიუარტ უოკერი ჩაცმული ფულერის ცათამბჯენის ფორმით, ლეონარდ შულზე ჩაცმული Waldorf-Astoria სასტუმროს ფორმით, ელი ჟაკ კანი, როგორც Squibb Corporation ცათამბჯენი, უილიამ ვან ალენი Chrysler Building-ის ფორმით, დენიელ უეიდი Metropolitan Life Tower-ის ფორმით, რალფ უოლკერი უოლ სტრიტის შენობის მოდელში და ჯოზეფ ფრიდლენდერი ნიუ-იორკის მუზეუმის ფორმაში.
4. სიურეალისტების ჯგუფური ფოტო. სალვადორ დალი და გალა, პოლ ელუარდი, ფილიპ სუპო, რენე კრეველი, რობერტ დესნოსი და სხვები.
5. ფრთხილად იყავით, რომ არ აგერიოთ ისინი სიურეალისტებში! ამ ფოტოზე ნაჩვენებია დეტექტივები, რომლებიც მაღაცია Macy-მ დაიქირავა ქურდობის თავიდან ასაცილებლად. 1948 წელი.
6. მზისგან დამცავი ნიღაბი 1920-იან წლებში.
7. ცნობილი Max Factor-ის სილამაზის მიკრომეტრი. გამიზნული იყო კინომსახიობების გარეგნობაში მცირე ხარვეზების ძიებისთვის. გაზომვები ავლენდა მაგალითად, კეხიან ცხვირს და სახის არაპროპორციულ თვისებებს. სილამაზის მიკრომეტრი ავლენდა ყველა ნაკლოვანებას მილიმეტრიანი სიზუსტით.
8. არაფერი უჩვეულო. კუ კლუქს კლანის წევრები ეშმაკის ბორბალზე ერთობიან. 1925 წელი
9. პაპიე-მაშეს სკულპტურა მაისის პირველ აღლუმზე, 1930 წელი
10. ეს არის კაზიმირ მალევიჩის გამოფენა. 1915 წელი
11. კემბრიჯის სტუდენტები უნივერსიტეტში ქალების მიღებას აპროტესტებენ. ველოსიპედზე ქალის ფიგურა ფემინიზმის სიმბოლოა (სურათი რამდენიმე წუთში დაიწვება). დიდი ბრიტანეთი, 1897 წელი
12. მართვის სწავლება სამეფო აფრიკელი მსროლელებისთვის, 1943 წელი. თავზე დადებული ქვით ასწავლიან სტუდენტებს, რომ არ დახარონ თავი და მუდმივად უყურონ გზას.
13. სამხედრო ქარხნებში მომუშავე ქალებისთვის დამცავი ფორმების დემონსტრირება. გოგონა მარჯვნივ პლასტმასის დამცავ ბიუსტჰალტერს აჩვენებს. აშშ, 1943 წელი.