სხვა ღალატის საზღაური: სხვადასხვა ქვეყანაში ღალატის ყველაზე მკაცრი სასჯელები, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ 2023, 27 ნოემბერი, 9:00
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელმა შეგნებულმა სამყარომ ცოლ - ქმრული ღალატის კრიმინალიზაციაზე უარი განაცხადა, ზოგიერთ ქვეყანაში ამ მხრივ კვლავაც უმკაცრესი კანონები მოქმედებს. თქვენ წინაშეა 10 ქვეყანა, სადაც პარტნიორებს შორის მრუშობა იმაზე მკაცრად ისჯება ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.
პაპუა - ახალი გვინეა
ჩვენი საშინელი რეიტინგის პირველ ადგილზე - პაპუა-ახალი გვინეაა, სადაც ცოლის საყვარელს აქ უბრალოდ - თავს ჰკვეთენ, თუმცა მანამდე მან საყვარლის თითი უნდა "მიირთვას". აი, ასეთები არიან პაპუასები ...
შუა საუკუნეების რუსეთი
ევროპის შუა საუკუნეების დროინდელ საშინელ ტრადიციებს დიდწილად არც რუსეთი ჩამორჩებოდა. მაგალითად, 1550 წელს იქ მრუშობა იმ დანაშაულთა სიაში შევიდა, რომლისთვისაც სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული.
ირანი
ოდესღაც ცივილიზებული ირანი სულ უფრო ღრმად ჩაეფლო სისასტიკესა და გენდერულ უთანასწორობაში. 1990 წლიდან ქვეყანაში დისკრიმინაციული კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც ღალატისთვის ქალი შეუძლია ქმრის ნებისმიერმა ნათესავმა (იგულისხმება, მამრობითი სქესის წარმომადგენელი) სიკვდილით დასაჯოს, ხოლო აი, რაც შეეხება მამაკაცის მხრიდან ღალატს, იქ მათ ამისთვის მხოლოდ საზოგადოებრივი გაკიცხვა ემუქრებათ.
აფრიკული ტომები
აქ მოქმედი სასტიკი კანონები კი, ყოველგვარ სამართლებლივ ჩარჩოს სცდება. ასე, მაგალითად, ზოგიერთ ტომში გოგონებს ღალატისთვის თქვენ წარმოიდგინეთ და, ქალის სასქესო ორგანოებსაც კი აჭრიან.
ინდონეზია
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც სრულიად გამაოგნებელი კანონმდებლობა აქვს. აქ, მრუშობისთვის შესაძლოა ორივე სქესის პარტნიორს არც მეტი, არც ნაკლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
თურქეთი
რაც შეეხება თურქეთს, ის ინდონეზიიდან არც თუ ისე შორს წავიდა. ევროინტეგრაციისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში თურქებმა გადაწყვიტეს ორივე სქესის მეუღლეების უფლებების გათანაბრება. 1996 წლიდან ღალატისთვის აქ ორივე სქესის წარმომადგენელს 5 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჩინეთი
აი, რაც შეეხება კომუნისტურ ჩინეთს ის ამ რეიტინგში მხოლოდ მე 7 ადგილს იკავებს. აქ მრუშობისთვის როგორც ქალებს, ასევე კაცებსაც სჯიან. მოღალატეებს ციურ იმპერიაში 2 წლით არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, არამედ ნახევარი ქონების კონფისკაციაც ემუქრებათ.
შვეიცარია
ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანა - შვეიცარიაა. სხვათა შორის, აქ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შეიარაღებულია, ამიტომ მსგავსს ქმედებას ქვეყნის ამ ტერიტორიაზე ვინმე ძნელად თუ გაბედავს, თუმცა მათ ერთი ფრიად საინტერესო კანონიც აქვთ - მოღალატეს 3 წლის განმავლობაში ხელახლა დაქორწინება ეკრძალება.
ვიეტნამი
ვიეტნამი, რომელმაც ინდოჩინეთის მეორე ომი (ის გახლდათ XX- ის მეორე ნახევრის ერთ - ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება) უკან მოიტოვა, ახლა ბიუჯეტს მთელი ძალით ავსებს. გამონაკლისს არც მოღალატე მეუღლეები წარმოადგენენ. ღალატისთვის აქ ჯარიმა 1-დან 3 მილიონამდე ვიეტნამურ დონგს შეადგენს, რაც დაახლოებით 50-150 დოლარია (სხვათა შორის, ეს თანხა ქვეყანაში საშუალო თვიურ ხელფასს უტოლდება).
მალი
ვინ იფიქრებდა რომ მალი ღალატისადმი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა აღმოჩნდებოდა. აფრიკის სახელმწიფოს ამ ტერიტორიაზე არაერთი ტომი ცხოვრობს, რომელსაც მეტისმეტად თავისებური სამართლის კოდექსი გააჩნია, თუმცა ამჯერად, მსურს თქვენი ყურადღება ლიბერალურ დოგონთა ტომზე გავამახვილო. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მათ ღალატის უფლება აქვთ, თუმცა აი, ინცესტის კი - არა, მრუშობის შემთხვევაშიც საყვარლებს მხოლოდ ტომიდან განდევნა თუ ემუქრებათ.
|