საქართველო "ეს ხიხო გოგო ეს... ვის დასცინი შე ყანა შენ?"-თემურ გვალია ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს 2023, 26 ნოემბერი, 17:19 მსახიობი თემურ გვალია ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის იმ განცხადებას ეხმაურება სადაც ტელეწამყვანი მსახიობ ზურა ყიფშიძის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. “ნანული ჟორჟოლიანს, იგივე "არტილერიას", რომ ვუყურებ, "ტომი და ჯერის" რომელი სერია მახსენდება იცით? ჯერი "ნიუიორკში" წყლის არხში, რომ შამპანურის ბოთლის საცობით მოგზაურობს და გაოცებული ათვალიერებს ქალაქს... ეს ხიხო გოგო ეს... ვის დასცინი შე ყანა შენ? შენ მაინც არ გრცხვენია, ხმას, რომ იღებ საერთოდ? თუ შენ უფრო სუფთად გაქვს ნაცხოვრები ვიდრე ზურას? შენი ბიოგრაფიის ადამიანი, წესით ქვეყნიდან უნდა გარბოდეს და შენ, უზრდელო "ჟურნალისტკავ", აქ რჩები ქართველ ნაწამებ ხალხთან ერთად და ისეთი "ნავაროჩენი" ნაგლი ხარ, რომ შეურაცხყოფის მიყენებასაც კი აგრძელებ.... ლაწირაჩკა ეს... ისე მაინც, რომ იცოდე "შენს გოროდში" ახალი რა ხდება, გეტყვი: 27 ნოემბერს, ანუ ხვალ, ზურას ვარსკვლავს უხსნის თავისი ქვეყანა და ქართველი ხალხი.. გასკდი ახლა ნაოპერაციებ მუცელზე ბოღმისგან... მაგ განცხადებით ზურას კი არა, შენს თავს მიაყენე შეურაცხყოფა "წმინდა" პიროვნებავ...”- წერს თემურ გვალია სოციალურ ქსელში. ნანუკა ჟორჟოლიანმა ზურაბ ყიფშიძეზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ ისაუბრა, მას შემდეგ რაც ზურა ყიფშიძემ უცნობის გადაცემა "კიდობანში" თქვა: "მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა… რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გაეუპატიურებინათ, შვილი მოეკლათ, ცოლის თვალწინ გავეუპატიურებინე… ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი “დაბრიდეს”… მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი.საშინელებას ვამბობ, არასწორად ვამბობ, მაგრამ ხომ არის ამაში ლოგიკა? " მაშინ ნანუკა ჟორჟოლიანმა ასეთი განცხადება გააკეთა: "სამწუხაროდ, უმძიმესი განცხადება გააკეთა ზურა ყიფშიძემ… ეს ვინმე პოტენციური ან არშემდგარი ტერორისტის მოსაზრება არ გეგონოთ. ჩვენი ქვეყნის გამორჩეული და ძალიან ნიჭიერი მსახიობის, ზურა ყიფშიძის სიტყვებია, ბატონო ზურაბ, სამშობლო საჭმელზე და სამოთახიან ბინაზე ბევრად მეტი ღირს, სამშობლო შეუფასებელია. ადამიანის და პრეზიდენტის დაბრედვა კინოს გადასაღები მოედანი არ არის…" 1177 2-ს მოსწონს |
არც შენ ხარ ნანუკა უფრთო ანგელოზი, გახსოვს კალოში როდის გაიხადე?!