x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა კაჭკაჭებისთვის საფრთხობელა დაამზადა და შემთხვევით "კაჭკაჭების ღმერთი" გამოუვიდა,რაზეც "ლოცულობდნენ" ფრინველები(ვიდეო)
image

ავსტრალიელმა კაცმა გადაწყვიტა დაემზადებინა საფრთხობელა კაჭკაჭების დასაფრთხობად, მაგრამ იდეა გეგმის მიხედვით არ წავიდა. ამის შესახებ UPI იტყობინება.



ავსტრალიის შტატი ახალი სამხრეთ უელსის მკვიდრი ჯულიო კუზილა გაღიზიანებული იყო იმის გამო, რომ კაჭკაჭები იპარავდნენ მისი კატისთვის განკუთვნილ საკვებს ფანჯრის რაფაზე დადებულ თასიდან. მან ინტერნეტში წაიკითხა, რომ სკულპტურა ან ბუს მსგავსი საფრთხობელა დაეხმარება პრობლემის პრობლემის მოგვარებაში.


ავსტრალიელს არ სურდა ფულის დახარჯვა და ფიქრობდა, რომ თავადაც შეეძლო პატარა პაპიე-მაშესგან ბუს დამზადება.



მზა ფიგურას ბუმბული და თვალები მიაკრა და პირდაპირ კატის თასის წინ დადო. თუმცა, კაჭკაჭებს ის რეაგირება არ ჰქონდათ, როგორც მას სურდა .


კუზილას თქმით, რომელმაც ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა, მან შემთხვევით შექმნა ფრინველისთვის თაყვანისცემის ობიექტი, რომელსაც მამ "კაჭაჭების ღმერთიც" კი უწოდა.


თავიდან კაჭკაჭები შორიდან ზვერავდნენ საფრთხობელას მაგრამ დროთა განმავლობაში დაიწყეს მიახლოება და ისე იქცეოდნენ, თითქოს მას, როგორც "ღმერთს", "თაყვანს სცემდნენ".


ჟიზელა კაპლანმა, ცხოველთა ქცევის სპეციალისტმა ახალი ინგლისის უნივერსიტეტიდან, კომენტარი გააკეთა ვიდეოზე და თქვა, რომ კაჭკაჭები ბუს სკულპტურის მიმართ ნამდვილად არ ავლენენ პატივისცემას; პირიქით, ისინი ებრძვიან მას ტერიტორიისთვის და ცდილობენ შეაშინონ ის, რომ იქიდან გაფრინდეს.


"კაჭაჭთა ღმერთის“ არსებობა ხანმოკლე იყო, "კერპი" ქარიშხალმა გაანადგურა. თუმცა, კუზილამ თქვა, რომ მთელმა ამ სიტუაციამ მას კაჭკაჭები შეაყვარა: „როდესაც უყურებ მათ ხრიკებს, შეუძლებელია მათ მიმართ გულგრილი დარჩე. ერთ-ერთს რიკიც კი დავარქვით“.



0
293
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0