x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355474
  • სურათი:507980
მღვდელმა არასრულწოვანი გოგონა აცდუნა და მასთან ერთად იტალიაში გაიპარა
image

შეერთებულ შტატებში მღვდელმა ცოლად შეირთო გოგონა, რომელიც მან მაშინ აცდუნა, როდესაც ის სკოლის მოსწავლე იყო. ამის შესახებ New York Post-ი წერს.


30 წლის პასტორი ალექს ქროუ, დაქორწინდა გოგონაზე, რომელიც ივლისში 18 წლის გახდა. იგი დადიოდა ქალაქ მობილის მაკგილ-ტულენის კათოლიკურ სკოლაში, სადაც მღვდელი ასწავლიდა ღვთისმეტყველებას. ქროუს რომანი სკოლის მოსწავლესთან ზაფხულში გახდა ცნობილი, როდესაც სამართალდამცავებს ხელში ჩაუვარდათ ვალენტინობის დღისთვის გაგზავნილი სასიყვარულო წერილი“ რომელიც მღვდელმა თებერვალში დაწერა.


ამის შემდეგ, წყვილი გაიქცა დედამიწის სხვა მხარეს - იტალიაში - და იქიდან დაბრუნდა ახალახან, ნოემბრის დასაწყისში. ამ დროის განმავლობაში ქროუ რა თქმა უნდა მსახურობიდან მოკვეთეს.. არქიეპისკოპოსმა თომას როდიმ განაცხადა, რომ მოძღვრის საქციელი სრულიად შეუსაბამო იყო. როდი იმედოვნებს, რომ ვატიკანი რეაგირებას მოახდენს და კროუს წოდებას ჩამოართმევს.



ქალაქ მობილის პოლიცია დარწმუნებულია, რომ მღვდელმა მომავალ მეუღლესთან ჯერ კიდევ არასრულწოვანთან დაამყარა სექსუალური კავშირი, . თუმცა, სისიხლის სამართლის საქმე მას შემდეგ დაიხურა, როდესაც გოგონა პროკურატურაში გამოცხადდა და ქროუს მხრიდან რაიმე სექსუალურ შევიწროებაზე, პასუხის გაცემაზე უარი თქვა.


ცოტა ხნის წინ ვწერდით პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე, ქალაქ დუბროვა-გურნიჩაში(Dabrowa Górnicza), არქიელის ერთ-ერთმა თანაშემწემ, მამა ტომასმა მოაწყო სექსუალური ორგია ეკლესიის კედლებში. წმინდა მამამ მოიწვია ესკორტი და სანამ გარყვნილ ქმედებას დაიწყებდა, მამრობითი სქესის მეძავი პოტენციის გასაუმჯობესებელი პრეპერატით გაჭყიპა.

0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0