x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512639
პანთეონის კარის საიდუმლო, რომელიც 17 ტონას იწონის, მაგრამ მისი გაღება ერთ ადამიანს შეუძლია
წინაპრების შედევრები თანამედროვე მეცნიერებს და ინჟინრებს ხშირად ჩიხში აქცევს. ის, რაც დღეს შეიძლება შეიქმნას კომპიუტერული გამოთვლებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ათასწლეულების წინ მზადდებოდა მარტივი გამოთვლების და პრიმიტიული ხელსაწყოების გამოყენებით. ძველი კონსტრუქტორების და ხელოსნების ოსტატური ნამუშევრის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს რომის პანთეონის კარი.



image



ბოლო დრომდე არავის სჯეროდა, რომ პანთეონის უზარმაზარი და წარმოუდგენლად მძიმე კარი 2 ათასი წლის წინ შეიქმნა. ითვლებოდა, რომ ის შუა საუკუნეებში გააკეთეს, მაგრამ ბოლო კვლევებმა წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ორსაგდულიანი კარი, რომლის საერთო წონა 17 ტონაა, ჩვ.წ.აღ–ით 115 წელს შეიქმნა.



image




ყველაზე მეტად გვაოცებს არა სტრუქტურის მასშტაბები, არამედ მისი საოცარი მექანიზმი. უზარმაზარი კარი ისეა დაპროექტებული, რომ მისი გაღება შეუძლია ერთ ადამიანს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. პანთეონის კარში არ არის საკისარი და საპირწონე. მისი საიდუმლო მდგომარეობს მოძრავი ნაწილების ზუსტ გამოთვლასა და იდეალურ მომართვაზე.



image



უნიკალური კარი არასწორად იყო დათარიღებული აშკარად შეცვლილი ჩარჩოს და ზედა ნაწილში გვიანდელი გისოსების გამო. გარდა ამისა, არავის სჯეროდა, რომ ძველად შეეძლოთ ასეთი ზუსტი და ეფექტური მოწყობილობის შექმნა. უკვე 21–ე საუკუნეში მეცნიერებმა ანალიზი ჩაუტარეს ბრინჯაოს, რომლიდანაც კარი დამზადებულია, და მათდა გასაკვირად, დაინახეს, რომ ეს უძველესი ორიგინალი იყო.



image



უძველესი მექანიზმის საიდუმლო



2 ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ეპოქის ოსტატებმა კარის დიზაინი შეცვალეს, თავიანთი დროის მოდის შესაბამისად დაამშვენეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი უცვლელი დარჩა. თითოეულ საგდულს აქვს 2, 3 მ სიგანე და 7, 5 მ სიმაღლე და 8, 5 ტონას იწონის. მათ იკავებს მასიური ბრინჯაოს შტიფტები, რომლებიც იატაკში და არქიტრავში დამაგრებულია. ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდა საგდულები ზუსტად დაბალანსებულიყო, ასევე გაცვეთილი დეტალების შეცვლა გაამარტივა.



image



როგორც ჩანს, ძველად უზარმაზარ კარებს მარტივად არემონტებდნენ და ზრუნავდნენ. აი, მე–18 საუკუნეში ამოცანას თავი ვერ გაართვეს. 1757 წელს საგდულებმა გაჭედვა დაიწყო და რომის საქალაქო ხელისუფლებამ რემონტის ჩატარება გადაწყვიტა. უცოდინარი ხელოსნების მოქმედების გამო კონსტრუქცია დაეცა. კარის დამონტაჟება დიდი სირთულეების შემდეგ შეძლეს. ამასთან მარცხენა საგდული მხოლოდ ნაწილობრივ გაიღო, ხოლო მარჯვენა ჩაკეტილი აღმოჩნდა.



image



პანთეონის კარის სრულად აღდგენა მხოლოდ 2 საუკუნის შემდეგ შეძლეს. ამისთვის საგდულები ისევ მოხსნეს, შეცვალეს შტიფტები და მარეგულირებელი ფირფიტები. უნდა ითქვას, რომ ამის გაკეთება მე–20 საუკუნეშიც ადვილი არ იყო და რემონტს რამდენიმე თვე დასჭირდა. დღეს ეს რომაელი ხელოსნების შედევრი ახარებს რომის მაცხოვრებლებს და ტურისტებს თავისი სილამაზით და უზადო ნამუშევრით.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ღობე რომბებით - ვინ გამოიგონა და რა არის მისი საიდუმლო

2. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი?

3. რატომ რგავენ მზესუმზირებს ბირთვული კატასტროფის ადგილებში?

4. ეს არ არის ამერიკული მთები, არამედ გიჟური ხიდი იაპონიაში

5. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

6. რა არის უჩვეულო ამ სახლებში?

7. სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

8. ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ

9. როგორ მუშაობს ტუალეტი თვითმფრინავში ან რატომ არ შეიძლებოდა ადრე ცისფერი ყინულის ჭამა

10. 14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
585
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
585