x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
კალიგულას გამოხტომები: ტირანია თუ სიგიჟე?

image


რომის ცნობილ იმპერატორს გაიუს იულიუს კეისარს ჰქონდა მეტსახელი, რომელიც ცოტამ თუ იცის, მას კალიგულას უწოდებდნენ რაც "ჯარისკაცის ჩექმას" ნიშნავს. მმართველს ეს უცნური მეტსახელი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეარქვეს, ვინაიდან რომის მომავალ იმპერატორს ლეგიონერთა ფეხსაცმლის ტარება განსაკუთრებით უყვარდა. კეისარი რომის იმპერიას მხოლოდ 4 წლის განმავლობაში (37-41 წლებში) მართავდა, თუმცა ასეთი მცირე დროის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა თავისი სახელის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. ფაქტები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია ურთიერთსაპირისპიროა, ამის მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს რომ უმრავლესობა მათგანი მისი კონკურენტების ან მტრების მიერ იყო გავრცელებული.




დესპოტი და გარყვნილი


image

ცნობილია იმპერატორის სრულიად გაუმართლებელი სისასტიკის შემთხვევები. მაგალითად, როდესაც ის თავისი მმართველობის პირველ წელს სერიოზულად გახდა ავად, ზოგიერთმა ქვეშევრდომმა პირობა დადო რომ საკუთარი მმართველის გადასარჩენად სიცოცხლესაც კი გაწირავდა, როდესაც კალიგულა გამოჯანმრთელდა, მან ბრძანება გასცა ამ ადამიანების ნება აღესრულებინათ, საბოლოოდ, ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს. ხშირად, სიკვდილით დასჯა იმპერატორის პირად დარბაზებში, ტრაპეზის დროსაც კი ხდებოდა.


image


კადრი ფილმიდან "კალიგულა" (1979)


იყო შემთხვევები როცა მისი ბრძანებით ადამიანებს რომელთა საუბარიც მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ენებსაც კი აჭრიდნენ, ნადიმის დროს კალიგულას შეეძლო გათხოვილ ქალთან ერთად განმარტოებულიყო, შემდეგ კი, საჯაროდ ესაუბრა მის მონაცემებსა და უნარებზე. ტირანს ასევე საკუთარ დებთან სექსულური ურთიერთობის დამყარებასაც აბრალებდნენ.





უცნაური გამოხტომები


image


კალიგულას მარმარილოს ბიუსტი და მისი მოხატული ასლი. ახალი კარლსბერგის გლიპტოთეკა (კოპენჰაგენი)


იმპერატორის ქმედებების წინასწარ გამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო. მას შეეძლო ესეირნა როგორც გლეხის სამოსით, ასევე ქალის კაბაში გამოწყობილს პარიკით თავზე. კალიგულას გატაცება იყო თეატრი და ცეკვა. სწორედ ცეკვა - თამაში გახლდათ მისი ყველაზე საყვარელი გასართობი, რომლითაც ის თავის ქვეშევრდომებს ხშირად შოკშიც კი აგდებდა. სიმდიდრისა და ფუფუნებისადმი მისმა დაუოკებელმა სიყვარულმა გაანადგურა ხაზინაც, მისი ბრძანებით შენდებოდა არათანადროული ნაგებობები, ხოლო შემოსავალი ძირითადად, სიკვდილით დასჯილი ქვეშევრდომების ქონებიდან გროვდებოდა.



ავადმყოფობა თუ უცნაურობა


image


კადრი ფილმიდან "კალიგულა" (1979)


ჯერ კიდევ არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით თუ რითი იყო განპირობებული მისი ასეთი უცნაური ქცევები. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ იმპერატორის ფსიქიკაში აშლილობა ბავშვობაში გადატანილი ეპილეფსიით იყო განპირობებული. ამას ანტიკური ხანის ავტორების შენიშვნებიც ადასტურებს იმასთან დაკავშირებით რომ თურმე კალიგულა ღამღამობით ხშირად მთვარეს თავისთან უხმობდა, ეს მნათობი კი მოგეხსენებათ რომ ადრე კრუნჩხვებთან იყო დაკავშირებული. სხვები ენცეფალიტის ნაირსხეობაზეც საუბრობენ. იმპერატორი საკმაოდ ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ის თეატრთან ხმლებითა და დანებით აჩეხეს. მას სხეულზე 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა. საშინელ განაჩენს ვერც მისი მეუღლე და 11 თვის ქალიშვილი გადაურჩა. ასე დასრულდა რომის ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე გარყვნილი, დაუნდობელი და ფლანგველი ტირანის - გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსის სიცოცხლე, რომელმაც თავისი ცხოვრებით მხოლოდ ერთი მარტივი ჭეშმარიტება დაამტკიცა: "ძალაუფლება რყვნის ადამიანს, აბსოლუტური ძალაუფლება კი - აბსოლუტურად რყვნის".










0
356
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
356