x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355474
  • სურათი:507980
ვინ არის რუსი მსახიობი, რომელიც საკონცერტო დარბაზში ჩავარდნილმა ამერიკული რაკეტამ მოკლა (ვიდეო)
image

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ კულტურის სახლს, სადაც რუსი საზღვაო ქვეითების საპატივცემლოდ კონცერტი იმართებოდა. სწორედ ამ დროს სცენაზე გამოდიოდა პოლინა მენშიხი.რუსი მსახიობი, მომღერალი, თეატრალური რეჟისორი და ქორეოგრაფი.აფეთქების მომენტი დაფიქსირდა ვიდეოზე: მასზე ჩანს, თუ როგორ ლაპარაკობს ურა პატრიოტი დამპყრობლების წინაშე, მაგრამ მოულოდნელად აფეთქება ხდება და შუქი ქრება. ბედის ირონია: მანამდე არტისტმა წაიმღერა ფრაზა "შეშურდეთ ჩვენი".



პროპაგანდისტული მედიის ცნობით, „მოხალისე“ იყო ეთნოცეკვის მასწავლებელი, ხელმძღვანელობდა თეატრალურ სტუდიას და ერთ-ერთი სპექტაკლის რეჟისორი იყო, მენშიხს ახლახან შეუსრულდა 40 წელი.


პოლინა მენშიხი რეგულარულად ჩადიოდა რუსების მიერ ოკუპირებულ დონბასში და მხარს უჭერდა რუს ჯარისკაცებს ფრონტზე.


image

ახლაც მან კონცერტი გამართა "რუსეთის სარაკეტო ძალებისა და არტილერიის დღე"-სთან დაკავშირებით და ბედის ირონიით, სწორედ რაკეტამ მოკლა, მხოლოდ ამერიკულმა.


უკრაინელების გაშვებული ამერიკული „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტის აფეთქებამ, ძირითადად, სწორედ სცენის თავზე ჩაანგრია ჭერი და ერთ-ერთი პირველი, სწორედ რუსი მსახიობი ქალი დაიღუპა.(აფეთქების მომენტი ნახეთ ამ ბმულზე)


image

მეორე „ჰაიმარსი“ კლუბის ეზოში აფეთქდა და რუსი სამხედროების მანქანები დააზიანა.უკრაინული და რუსული მხარე დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებს.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა იტყობინება 25 დაღუპული და 102 დაჭრილის შესახებ. რუსეთის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ დაიღუპა 23, დაშავდა 80-მდე, მათ შორის არიან მსუბუქად დაჭრილები.


0
274
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0