კონფლიქტები "უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს"-როგორ ეხმაურებიან ჩვენში უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზაციისგან გაათავისუფლებას 13 ივლისი, 14:53 უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ, - ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ გამოცემა „Судебно-юридическая газета “ წერს. მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, მობილიზაციისგან ე.წ ჯავშანს ის ორგანიზაციები იღებენ, რომლებსაც ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებულ პერიოდში მოსახლეობისთვის სასიცოცხლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ, საქართველოშიც გამოეხმაურნენ. ეკა სეფაშვილი-„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი: უკრაინას არ აქვს ძალა ამ ეტაპზე რამე შეცვალოს, იმიტომ, რომ სამი ოპოზიციური ტელევიზია დახურეს და ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევნები არ არსებობს და ამ ეტაპზე დემონსტრაციების მოწყობის შესაძლებლობაც ნაკლებად აქვთ. აქედან ჩანს, რომ უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს. მათ ზრახვებს ვინც ახორციელებს, იგივე „ენჯეოებს“, რომლებიც დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, ჰპირდებიან ჯავშანს. აქ მახსენდება ნინო ლომჯარიას ნათქვამი, მირჩევნია ბომბების წვიმა, ვიდრე სირცხვილით დავიწვაო. ეს მაშინ თქვა, როცა ჩვენმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი სანქციები არ დაუწესა რუსეთს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთელი ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან და გამალებული ვაჭრობის ფონზე სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი გაზრდილია კიდეც). თურმე რაში ყოფილა საქმე (მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ნათლად გამოჩნდა), როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას და მთელ არასამთავრობო სექტორს მაშინაც ჰქონდა გარანტიები, რომ ომი მათ არ შეეხებოდათ. წარმოიდგინეთ, რა დონის არაჰუმანურები და მორალისგან დაცლილები არიან, რომ ფიქრობენ მხოლოდ თავად იყვნენ კარგად და სხვებს რა მოუვათ არ აინტერესებთ, ადამიანები როგორ იქნებიან, არ აწუხებთ და არც სამშობლო ადარდებთ." დავით ქართველიშვილი: უკრაინის "დიდი პატრიოტის", საქართველოს "დაუძინებელი მეგობრის", იანუკოვიჩის პოლიტიკური პირმშოს, დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს მსგავსად, ვინც თავისი სამობილიზაციო წვევამდელი შვილების დასავლეთში გაყვანა ვერ მოასწრო - დღეიდან ახალ შესაძლებლობათა პორტალი ეხსნებათ. კიევში აშშ-ს საელჩოს საკურატორო "ენჯეო" სექტორში დასაქმებულ "პატრიოტებს" ჯარიდან გათავისუფლების მუდმივი, ანუ რუსეთის დამარცხებამდე - ჯავშანი აქვთ.
გარდა იმისა, რომ უკრაინას ვირტუალური გადამრჩენი "წითელი ხიდი" შეუქმნეს, სადაც სამშობლოს დაცვას შეიძლება "გმირულად" თავი აარიდო, იმის წარმოდგენაც კი მძაფრავს, კორუფციაში თავით ჩაფლულ ქვეყანაში რამხელა ტარიფები დაუწესდებათ ელიტასა და მათ "მაჟორებს" ამ "ენჯეო"-ჯავშანის ქვეშ მოსახვედრად. ერთადერთ რამეს ვერ ითვალსწინებენ - ვისაც დღეს პირუტყვივით დასდევენ სოფლებისა და ქალაქების ქუჩებში, ფრონტზე სასაკლაოდ გასაგზავნად, იმ შემთხვევაში, თუ რაღაცამ სასწაულებრივად გადაარჩინა ისინი - ამ ყველაფერს ვერ დაივიწყებენ.
ხოლო, როდესაც ომი დასრულდება, მაშინ ელიტას, მათ "მაჟორებს" და მათ კურატორ საელჩოებს - მართლაც რომ მშვიდობის ეშინოდეთ!"
119 2-ს მოსწონს
|