x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე სასტიკი რეჟიმის ციხეები მსოფლიოში, სადაც პატიმრები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან

image


ამ ციხეებში ყველაზე საშიში მსჯავრდებულები იმყოფებიან და მათი ცხოვრების პირობებიც საშინელია. შეიძლება ითქვას, დაწესებულებები, რომლებშიც მათ სასჯელის მოხდა უწევთ, ნამდვილი ჯოჯოხეთია დედამიწაზე... და ამაში დარწმუნება, თავადაც შეგიძლიათ:


ბანგკვანგის ციხე
image


ბანგკვანგის მკაცრი რეჟიმის ციხე, რომელიც ბანგკოკი გარეუბანში მდებარეობს, მსოფლიოში ყველაზე საშინელი ციხეების ათეულში შედის. ეს დაწესებულება მუდმივად გადავსებულია და მასში ჯოჯოხეთური პირობებია. პატიმრების ძირითადი კონტინგენტი – სიკვდილმისჯილები და ხანგრძლივი ვადით გასამართლებულნი არიან. ბანგკვანგის ციხის პატიმრებს შორის, ბევრი უცხოელიც არის, რომლებიც იქ, ძირითადად, ნარკოდანაშაულის გამო ხვდებიან.


image


სხვა ციხეებისგან ეს დაწესებულება იმით განსხვავდება, რომ იქ მოხვედრილი მსჯავრდებულები, პირველი 3 თვის მანძილზე, ფოლადის ბორკილებს ატარებენ. ხოლო, სიკვდილმისჯილები – მუდმივად, განაჩენის აღსრულებამდე. ოფიციალურად, ამ წესზე უარი 2013 წ თქვეს. მაგრამ, რეალურად ასეთი პრაქტიკა, დღემდე გრძელდება.


კამიტი – მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის ციხე image


ეს ციხე ნაირობიშია. კენიაში ხელისუფლებამ ციხე 1400 მსჯავრდადებულის გაანგარიშებით ააშენა. მაგრამ დღეს, იქ დაახლოებით, 3600 პატიმარი იხდის სასჯელს, მათ შორის პოლიტპატიმარიც არიან. მაგრამ, სიმჭიდროვე პატიმრების მთავარი პრობლემა არ არის. ციხეში არის ბლოკი «G», რომელშიც ხშირია გაუპატიურების და ცემის ფაქტები. გარდა ამისა, იქ პირობებიც არაადამიანურია.

კამიტის ცოცხალად დატოვება, მხოლოდ სერიოზული ფსიქოლოგიური აშლილობით შეიძლება.


image



თადმორის ციხე
image


ციხე სირიაში, პალმირას მახლობლად მდებარეობდა. ის 2015 წელს ისლამისტმა ტერორისტებმა, ე. წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებმა გაანადგურეს. ამის მიუხედავად, ის დღესაც შეიძლება ჩაითვალოს, წამების და სიკვდილით დასჯის მსოფლიო რეკორდსმენად. მასში ადამიანების ტოქსიკური ნივთიერებებით წამლავდნენ, მძიმე ნარკოტიკებით აბრუებდნენ, ფეხებით ჰკიდებდნენ, აშიმშილებდნენ და წამებით კლავდნენ.


image


ლა საბანეტა
image


ციხე ქ. მარაკაიბოში, ვენესუელაში მდებარეობს. 150 მსჯავრდადებულზე, იქ მხოლოდ 1 ზედამხედველი მოდის. ციხეში 15 000 პატიმრისთვის აშენდა, მაგრამ ამჟამად სასჯელს 25 ათასზე მეტი პატიმარი იხდის და პირობები მასში, მსუბუქად რომ ვთქვათ, საშინელია. გარდა იმისა, რომ კამერები გადავსებულია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პირად ჰიგიენაზე იქ არაფერი სმენიათ. ისეთი დაავადება, როგორიც ქოლერაა, ტოტალური ანტისანიტარიის გამო, წარმოუდგენლად არის გავრცელებული.


image


პელიკან ბეის ციხე
image


პელიკან ბეის მკაცრი რეჟიმის ციხე კალიფორნიის შტატში, ქ. კრესენტში მდებარეობს. იქ ამ შტატის ყველაზე სახიფათო დამნაშავეები იხდიან სასჯელს. თავდაპირველად, ის 2550 მსჯავრდადებულისთვის იყო განსაზღვრული, 2006 წლიდან კი, მასში 3300–მდე პატიმარი იხდის სასჯელს. ამ ციხის ყველა პატიმარი 22, 5 სთ–ს მანძილზე იზოლირებულ კამერაშია და მხოლოდ 1 სთ–ით აქვთ დახურულ ეზოში გასვლის უფლება.


image


ციხეში არსებული წესების და განსაკუთრებით, იზოლაციაში ყოფნის გამო, პატიმრებმა არაერთხელ გამოაცხადეს შიმშილობა, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. იქ მოხვედრილი ადამიანები, მარტოობისთვის არიან განწირულნი...


ბანაკი 1391image


ბანაკ 1391–ს «ისრაელის გუანტანამო» შეარქვეს და იქ «მაღალი რისკის» მსჯავრდადებულები იხდიან სასჯელს. ციხე თელ-ავივიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს და 2003 წლამდე, ის გასაიდუმლოებულ ობიექტად ითვლებოდა. ამის მიზეზი კი, იქ არსებული არაადამიანური ვითარება იყო. ადამიანები, რომლებმაც სასჯელი იქ მოიხადეს, საუბრობდნენ მათ მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე, წამებაზე, სამარტოო პატიმრობის ხანგრძლივ პერიოდებზე და ბნელ პატარა კამერებზე.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ციხე 2006 წ. დაიხურა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ძალისხმევას დახარჯეს მის გასაიდუმლოებაში, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ის დღესაც დახურულია და ამის გაგება იქამდე იქნება შეუძლებელი, ვიდრე ვინმე თავს ამ ციხის კედლებს მიღმა არ ამოყოფს.


გიტარამაimage


გიტარამა – ქ. კიგალის (რუანდა) ცენტრალური ციხეა. ის 500 პატიმრისთვის აშენდა, მაგრამ სხვადასხვა მონაცემით, მასში სასჯელს 6–დან – 8 ათასამდე მსჯავრდებული იხდის. ზოგიერთი კამერა აგურის ნაგებობაა, 1 მ. კვ. ფართობით. ასეთ კამერებში არ არსებობს არანაირი პირობები, ჰიგიენაზე რომ არაფერი ვთქვათ, მცირე ფართობის გამო, შიგნით საწოლებიც არ არის და პატიმრები ფეხზე დგომით და უკეთეს შემთხვევაში, იატაკზე დამჯდრები იძინებენ.


image


პირობების არ არსებობა და გადატვირთულობა, ანტისანიტარიას და დაავადებებს იწვევს. დაჯდომის, ან დაწოლის შეუძლებლობა, ფეხის დაავადებებს იწვევს, ხოლო ის ფაქტი, რომ ბუნებრივ მოთხოვნებს იქვე, ფეხზე დგომით იკმაყოფილებენ და ექსკრემენტებში დგომას აგრძელებენ, ინფექციებს და კიდურების ამპუტაციას იწვევს.


გუანტანამო
image


აშშ-ს ყველაზე ცნობილი ციხე, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების და ტერორისტებისთვის, შტატებში კი არა, კუბაში ამერიკის მიერ, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. ციხე 2002 წლიდან ფუნქციონირებს და იქიდან მოყოლებული, ის სასჯელი რამდენიმე ათასმა კაცმა მოიხადა.


image


ყოფილი პატიმრები აცხადებენ, რომ მათგან საჭირო ინფორმაცია მიღება, სასტიკი მეთოდებით ხდებოდა: დაკითხვები 12 სთ–ს გრძელდებოდა და იმ პერიოდის მანძილზე, პატიმარს საჭირო ოთახში გასვლის უფლებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, მაღალ ხმაზე ურთავდნენ დამაყრუებელ მუსიკას და ფიზიკურადაც სასტიკად უსწორდებოდნენ. ციხის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს, ე. წ. X-ray Camp – ციხის ბანაკი თალიბანებისთვის. იქ პატიმრები ლითონის გალიებში არიან გამომწყვდეულები (I ფოტო), რომლებსაც წვიმის დროს, გამჭვირვალე პოლიეთილენის აპკს აკრავენ. ციხეში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სამხედრო პატიმრები მორალურად და ფიზიკურად გატეხონ.


კარანდირიimage


კარანდირი – სამხ. ამერიკის ყველაზე დიდი ციხე იყო (1920-2002), რომელიც სან პაულოში (ბრაზილია) მდებარეობდა. მან სახელი იმით «გაითქვა», რომ ყველაზე სასტიკი რეჟიმი იყო, მხოლოდ ბრაზილიაში კი არ, მთელს მსოფლიოში. ციხეში ერთდროულად სასჯელს, დაახლოებით 10 ათასი პატიმარი იხდიდა. არსებული პირობები ამბოხების მიზეზი არაერთხელ გამხდარა, ხოლო 1992 წ. არეულობის დროს, 111 პატიმარი დაიღუპა.


image


ამ მოვლენის შემდეგ, საზოგადოება ციხის ადმინისტრაციის მიმართ ნეგატიურად გაეწყო და აღნიშნული სისხლისღვრის მონაწილე სამხედრო პოლიციელების წინააღმდეგ, სასამართლოში ათობით საჩივარი შევიდა. 2002 ციხე დაიკეტა, მოგვიანებით კი საერთოდაც დაანგრიეს და მის ადგილზე პარკი გააშენეს.


რეიკერსიimage


«ბინძური, სახიფათო, პირქუში, სევდისმომგვრელი...» – ასე ახასიათებენ პატიმრები მსოფლიოში ყველაზე დიდ ციხეს, რომელიც კ. რეიკერსზე, კუინზში (ნიუ–იორკი) მდებარეობს. ცნობები რეიკერსის ციხეში, პატიმართა ძალადობის შესახებ, სხვადასხვა წლებში ჩნდებოდა. ზედამხედველები პატიმრებს სცემდნენ, არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და მხილებული იყვნენ სექსუალური ხასიათი დანაშაულებში.


image


ციხის ყოფილი პატიმრები ჰყვებიან, რომ ნორმალური ცხოვრებისთვის, იქ არსებული პირობებიც შეუფერებელია. არ არის კონდიციონერები და გათბობა, ხშირია ვირთხების და თაგვების შემოსევა, ბევრია მწერი და განსაკუთრებით ტარაკნები. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის აღდგენა შეუძლებელია.

ციხე იმდენად დიდია, რომ მისი კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ ამერიკის ხელისუფლებამ 2026 წლისთვის მისი დახურვა და ნიუ–ორკის სხვადასხვა უბანში 4 სხვადასხვა პენიტენციარული დაწესებულების აშენება გადაწყვიტა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მათ გარდასახვის შოუში მიიღეს მონაწილეობა და სრულიად შეიცვალნენ

* ორიონის თანავარსკვლავედი და მისი იდუმალი კავშირი ძველ ცივილიზაციებთან

* შეუიარაღებელი თვალით ამის დანახვა შეუძლებელია – საოცარი მაღალსიჩქარიანი კადრები (20 ფოტო)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
747
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0