x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
90 იანელები - ამბავი პირველი
image



Სტანდარტული ორსართულიანი სახლის კიბეებზე 11 წლის ბიჭი ხტუნვით ჩვიდა“, ეზოდან ბურთი აიღო და თანატოლებს შეუერთდა. Თამაში ჯერ არც კი გახურებულიყო რომ


  • Ლევან სად ხარ - ესმის სახლიდან ბებიას ხმა.

Ავიდა სახლში და რა ხდებაო იკითხა. Არაფერი უბრალოდ დამენახე და ისევ წადი, ბიჭი უჩუმრად გატრიალდა, კვლავ უბანი ბავშვები და ბურთი. Მხოლოდ ნახევარი საათი და ისევ.


  • Ლევან სად ხარ, ისევ ბებია ეძახის, - ამჯერად არა უმიზეზოდ, - წყალია მოსატანი, გადადი რა სკოლის ეზოში,

Სახლის გვერდით სკოლაა, სკოლის ეზოში კი დაბურღული წყალი მოდის, მთელი უბანი იქ ავსებს წყალს, სულ რიგია, ასე ოც მეტრიანი რიგი, ერთმანეთში ჩალაგებული ვედრებით. Ბიჭი სამზარელოს ფანჯარაზე გადადის და სახლის კედლიდან ქვემოთ ხტება, ბებია 8 ვედროს აწვდის. Წყალზე ერთი ვედროს გავსებას, 4წუთი და 32 წამი სჭირდება, ზუსტად აქვს დათვლილი. Ლევანი ხის გრძელ სკამზე ჯდება, და ფიქრებში მიდის, რაც თავი ახსოვს ასე ცხოვრობს, ბებო პაპასთან, არა მშობლები როგორ არ ჰყავს, მაგრამ სხვა რაიონში მუშაობენ და მის პატარა დასთან ერთად იქ ცხოვრობენ. Ქალაქში ჩამოსვლას მხოლოდ შაბათ კვირას ახერხებენ. Მანქანა კი ჰყავთ მაგრამ საწვავი არ იშოვება,



უკვე წლებია, მისი დილა 8 საათზე იწყება, დილით ქათმებს საკენკს უყრის, ღუმელს ანთებს და ბებოს ეძახის, შემდეგ პაპას, რომელსაც ის არასოდეს უნახავს ფიზიკურად, უსინათლობის გამო, ჩაის მოუმზადებს და სკოლაში წასვლის დრო მოდის. Სკოლის გზაზე მიმავალს, რამდენიმე კვირის წინ აფეთქებული საპენსიო სამსახურის, შენობა ცუდ განწყობაზე აყენებს. Ქალაქის ცენტრში ერთ ერთ პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს, რატომ? Იმიტომ რომ დედამისიც და დეიდამისიც იქ სწავლობდნენ, აბა მათი სახლის გვერდით რომ სკოლაა, ის ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება.. Სწავლა არ ეზარება, განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები იზიდავს.


Დიდ შესვენებაზე ლევანი სკოლიდან გამოდის და სურენას პროდუქტების მაღაზიისკენ მიდის, ხელში კუპონებით და პურის ტალონით, ისევ გრძელი რიგია, ცდილობს წინ შეძვრეს, პური ჯერ არ მოუტანიათ, ტალონის მიხედვით ერთ სულზე ნახევარი პური ეკუთვნის, ანუ სულ ერთ პურ ნახევარი,


ძველისძველი საბჭოთა ზილი გრუხუნით გაჩერდა სურენას დუქანთან.. Დიდი ყუთებით გადმოაქვთ პური და გზა გზას ძახილით მიდიან მაღაზიის კარისკენ სადაც 40 მდე ადამიანი ელოდებათ, ხალხის ნაკადი ორად გაიყო, ცხელი პურის სურნელმა მიუღიტინა რიგში მგომ ადამიანებს, და ეს მასა გავეშებულ ბრბოს დაემსგავსა, ყველა წინ შეძრომას ცდილობს, ყველას სურს პირველმა მოახერხოს პურის აღება, მანამდე ვიდრე გათავდება. Ლევანს უკნიდან ხალხის მასა აწყდება და ძლივს სუნთქავს, ვიღაც ხვთისნიერი ყვირის რა გჭირთ ხალხო ბავშვი გაიჭყლიტაო და ხელისკვრით წინ აგდებს, ასე ახერხებს ლევანი მაღაზიაში სხვებზე ადრე შესვლას. Კუთვნილ პურ ნახევარს, ნაჭრის პარკში დებს და კვლავ სკოლისკენ მიემართება.ნახევრად დაწყებულ ისტორიის გაკვეთილს რომ მიუსწროს.


Ფიქრიდან უცნობმა ხმამ გამოაფხიზლა შენი ვედრო შევუდგი მე მოვრჩი გავსებასო, კარგად დაბინდებულიყო, ნახევრად ავსებდა ვედრებს, მიჰქონდა სამზარეულოს ფანჯარასთან და ბებოს აწვდიდა.


Დილა გათენდა, ღუმელის ასანთებად გამოსულ ლევანს, უცნაური სურათი დახვდა, მოხუცი პაპა, საწოლის გვერდით “ტუმბუჩკაზე” იყო დაყუდებული, შორიდანვე დაუძახა, მაგრამ მოხუცმა ხმა არ გასცა. Გულმა რეჩხი უყო, მიუახლოვდა, კიდევ დაუძახა, მოხუცი არ ეპასუხებოდა, ვერ მოიფიქრა საიდან ახსოვდა, მაგრამ ძალ ღონე მოიკრიბა და მოხუცს ფეხზე მოჰკიდა ხელი. Ტანში უსიამოვნო სიცივემ დაუარა. Ფეხზე ადგა და ყური დაუგდო. Აშკარა იყო რომ, ცალფეხა და უსინათლო მოხუცმა, სიცოცხლე მოულოდნელად შეწყვიტა. Იდგნენ ოთახში გარდაცვლილი პაპა და შეშინებული შვილიშვილი, საძინებელში ბებო ჯერ კიდევ თვლემდა. Რამდენიმე ათეული კილომეტრის იქით კი ლევანის მშობლები ქალაქში წამოსასვლელად ემზადებოდნენ, პარაკევი იყო.

2
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
81
  
2023, 22 ნოემბერი, 23:28
წარმატებები ერეკლეს!
0 1 2