ბანკები თიბისი ფეის და VISA-ს აქცია დაიწყო 2023, 22 ნოემბერი, 15:30
სასიამოვნო სიახლე თიბისი ფეის მომხმარებლებისთვის - მობილურ აპლიკაციასა და ვებგვერდზე Google Pay-თ და Apple Pay-თ გადახდა დაემატა.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, თიბისი ფეიმ და VISA-მ ერთობლივი აქცია წამოიწყეს. მომხმარებელი ნებისმიერ გადახდას საკომისიოს გარეშე შეასრულებს, თუკი ის გადაიხდის VISA ბარათით Google Pay ან Apple Pay ციფრული საფულის გამოყენებით. თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმები ერთიანი სივრცეა, სადაც 1 000-ზე მეტი სერვისია თავმოყრილი. აქ იპოვი ისეთ სერვისებს, როგორებიცაა კომუნალური გადასახადები, სახელმწიფო სერვისები, პარკინგის საფასური, დაზღვევა და ბევრი სხვა. ეწვიე ვებგვერდს WWW.TBCPAY.GE ან ჩამოტვირთე აპლიკაცია. R 16 1-ს მოსწონს
|